
ჩვენ შესახებ
MEMO-ში საჩუქარი მხოლოდ ნივთი არ არის – ის სითბოს, პატივისცემისა და განსაკუთრებული კავშირის გამოხატულებაა. ჩვენი გულდასმით შერჩეული პროდუქცია ამ ემოციებს აძლიერებენ, რათა თითოეული მომენტი დაუვიწყარი გახდეს და ყოველი ჟესტი – განსაკუთრებული.
MEMO – არის ბრენდი, რომელიც Georgia Start Here-ის ფარგლებში შეიქმნა და რომლის მიზანია საქართველოს სილამაზისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და გაზიარება უნიკალური, ხელნაკეთი ქმნილებების საშუალებით. ჩვენი კოლექციები შთაგონებულია ქართული, კულტურული ტრადიციებითა და მოიცავს ტექსტილს, კერამიკას, სამკაულებს, მერჩენდაიზინგსა და სხვა მრავალს.
MEMO-ში მიგვაჩნია, რომ თითოეული ნივთი საკუთარ ისტორიას ჰყვება. ჩვენი პროდუქცია არ არის მხოლოდ საჩუქარი – ის დაუვიწყარი მოგონებაა, რომელიც ქართულ ტრადიციებს, ბუნების სილამაზესა და ხელოვნების უნიკალურობას ასახავს. ჩვენ ვქმნით ნივთებს, რომლებიც ყოველდღიურობაში საქართველოს ნაწილს შემოიტანენ.
ჩვენ გვესმის, რომ საჩუქრები უბრალოდ ნივთები არ არის – ისინი მადლიერების, პატივისცემისა და კავშირის გამომხატველი გზავნილებია. ჩვენი გააზრებულად შექმნილი სასაჩუქრე ყუთები ამ ემოციებს აძლიერებს, ყოველ მომენტს დასამახსოვრებელს და ყველა ჟესტს ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის.
აღმოაჩინეთ საქართველოს არსი MEMO-ს მეშვეობით და შექმენით დაუვიწყარი მოგონებები ჩვენი გამორჩეული კოლექციებით.