მომხმარებლის მიერ პროდუქციის დაბრუნების პირობები:

  1. მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი მიზეზის ან საფუძვლის გარეშე, უარი თქვას პროდუქციაზე და დააბრუნოს შეძენილი საქონელი მის მფლობელობაში მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.  ამ ვადის გასვლის შემდეგ, მომხმარებელი კარგავს პროდუქციის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
  2. მომხმარებლის მიერ პროდუქციის უკან დაბრუნებამდე საჭიროა მომხმარებელმა “MEMO-ს“ ადმინისტრაციას მიმართოს პროდუქციის დაბრუნების შესახებ.
    • ელექტორნული ფოსტით: Info@memories.ge
    • სატელეფონო ზარით: +995 599 43 88 00
  3. საქონლის დაბრუნებისას მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს: შეძენისას გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტაცია; დაუზიანებელი ორიგინალური შეფუთვა; ყველა აქსესუარი და სხვა თანმხლები ნივთები.
  4. მომხმარებლის მიერ შეთანხმების 3.4.3. მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ პლატფორმის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მომხმარებელს მოთხოვნის მიღებიდან 24 საათში, რათა შეათანხმოს დაბრუნების პროცედურა ან შეატყობინოს პროდუქტი ექვემდებარება თუ არა დაბრუნებას.
  5. თუ პროდუქცია ექვემდებარება დაბრუნებას, მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა შეკვეთის დაბრუნებიდან.
  6. ანაზღაურება მოხდება იმავე გზით, რაც გამოყენებული იყო შეძენის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი თანხმობას განაცხადებს სხვა მეთოდზე.
  7. პროდუქცია არ ექვემდებარება დაბრუნებას თუ:
    • პროდუქცია მალფუჭებადია;
    • პროდუქციის შეფუთვა დაზიანდა მიწოდების შემდგომ;
    • მომხმარებელმა არ წარმოიადგინა სრულყოფილად შეთანხმების 3.4.3. პუნქტში მითითებული დოკუმენტაცია და საჭირო ინფორმაცია.
  8. თუ მომხმარებლის ბრალეულობით ვერ განხორციელდა პროდუქტის ჩაბარება მითითებულ დროს ან მისამართზე, “MEMOს” გუნდი დაუკავშირდება მომხმარებელს პროდუქციის მიწოდების დაზუსტების მიზნით. თუ მომხმარებელთან განმეორებით დაკავშირებაც ვერ ხერხდება ან პროდუქტის ჩაბარება კვლავ ვერ განხორციელდა “MEMO” იტოვებს უფლებას 10 დღის შემდეგ გააუქმოს შეკვეთა და მომხმარებელს უკან დაუბრუნოს გადახდილი თანხა არაუგვიანეს 5 დღისა შეკვეთის გაუქმებიდან.

 

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია “MEMO-ს“  დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. “MEMO-ს“ გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.