პერსონალური მონაცემების დაცვის პირობები

ზოგადი პირობები

ვებ-გვერდის https://memories.ge/ (შემდგომში ,,ვებგვერდი“), “MEMO-ს“ პლატფორმა გამოყენება და შპს ჯორჯია სტარტს ჰიარის  მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები რეგულირდება წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებით (შემდგომში ,,პერსონალური მონცემების დაცვის პირობები’’).

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებს. აღნიშნული პირობების შესაბამისად, თქვენ მიერ წესებისა და პირობების შესაბამისად პლატფორმაზე რეგისტრაციისას და  ხოლო სასწავლო კურსის/მასტერკლასის რეგისტრაციისას მომხმარებელი თანახმაა, ადასტურებს და სრულად ეთანხმება, რომ კომპანია გამოიყენებს აღნიშნულ ინფორმაციას მის მიერ სხვადასხვა სარეკლამო, მარკეტინგულ ან/და სხვა მასთან დაკავშირებულ აქტივობებში, რათა კომპანიამ გაუგზავნო ან/და სხვა ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის მომსახურების შესახებ.

ამ პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

  1. ,,კომპანია “ – შპს ჯორჯია სტარტს ჰიარ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402037014, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ., N 3 კორპ. N18, ბ. N19.
  2. „MEMO” – პლატფორმა რომელიც წარმოადგენს შპს ჯორჯია სტარტს ჰიარ, (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402037014) საკუთრებას.
  3. ,,მომხმარებელი“ – ნებისმიერ [18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი)] ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
  4. “მომხმარებლის თანხმობა”– წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება;
  5. ,,მომსახურება“ – “MEMO” პლატფორმის მიერ მომხმარებლებისთვის მოწოდებულ ფუნქციონალს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაათვალიერონ, შეიძინონ  პროდუქცია პლატფორმის დახმარებით. მომსახურებაში ასევე შედის შეკვეთების მართვა, გადახდის პროცესის უზრუნველყოფა, მომხმარებელთა მხარდაჭერა, პროდუქციის მიწოდების ორგანიზება და სხვა შესაბამისი სერვისები.
  6. “პროდუქცია” – პროდუქცია ნიშნავს იმ ნივთებსა და მომსახურებებს, რომლებიც პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის შესაძენად ან გასაყიდად. პროდუქცია შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ ნივთებს ან ციფრულ პროდუქტებს.
  7. “შეკვეთა” – შეკვეთა ნიშნავს მომხმარებლის მიერ პლატფორმის მეშვეობით განხორციელებულ მოთხოვნას კონკრეტული პროდუქციის შეძენაზე.
  8. “მიწოდება” – მიწოდება ნიშნავს პროდუქციის მომხმარებლისთვის გადაცემის პროცესს. მიწოდება შეიძლება განხორციელდეს პლატფორმის შიდა ლოგისტიკური სერვისით ან მესამე მხარის კურიერული მომსახურებით.
  9. “გადახდა” – გადახდა ნიშნავს თანხის გადარიცხვის პროცესს, რომელიც მომხმარებლის მიერ ხდება პლატფორმაზე წარმოდგენილი გადახდის სისტემების გამოყენებით.
  10. “ანგარიშგება და საკომისიო” – პლატფორმა უფლებამოსილია ჩამოაჭრას გარკვეული საკომისიო თითოეულ ტრანზაქციაზე.
  11. “უნიკალური სახელი”- მომხმარებლის მიერ შერჩეული უნიკალური სახელი.
  12. მხოლობით ფორმაში გამოყენებული ტერმინები მოიცავს მრავლობითსაც და პირიქით.
  13. მხარე/მხარეები- მხარედ/მხარეებად მოიხსენიება მომხმარებელი და კომპანია.
  14. „პერსონალური მონაცემები“ – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით.
  15. „მონაცემთა დამუშავება” – მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტით.
  16. “მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა” − თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ნ“ პუნქტით.
  17. „მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი“ – პირი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზანსა და საშუალებებს, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტით.
  18. „დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი” – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ პუნქტით.
  19. „მონაცემთა სუბიექტი“ – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციულ წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
  20. „მონაცემთა დამუშავება“ – გულისხმობს ნებისმიერ მოქმედებას, რომლის შედეგადაც ხდება პერსონალური მონაცემების გამოყენება, მათ შორის, მათ შეგროვებას, მოპოვებას, მათზე წვდომას, ორგანიზებას, დაჯგუფებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას, დაბლოკვას, წაშლას, ან განადგურებას. დამუშავება აგრეთვე მოიცავს პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემას, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტით.
  21. „მონაცემთა გადაცემა“ – ნიშნავს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ პერსონალური მონაცემების ნებისმიერ ფორმით გაზიარებას მესამე პირისათვის და, ასევე, მოიცავს პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ქვეკონტრაქტის დადებას და მესამე მხარისთვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მინიჭებას.
  22. “პირდაპირი მარკეტინგი” – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება [18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი)] ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
  23. “რეგისტრაცია” – მომხმარებლის მიერ პირადი ანგარიშის შექმნა “MEMO” პლატფორმაზე.
  24. „ანაგარიში“ – მომხმარებლის მიერ “MEMO” პლატფორმაზე პირადი გვერდის შექმა სადაც განათავსებს თავის შეკვეთას და შეძლებს პლატფორმით სარგებლობას.

 

აღნიშნული შეთანხმდებით განსაზღვრულია, თუ რა საფუძვლით და მიზნით შპს ჯორჯია სტარტს ჰიარ, პლატფორმა „MEMO-ს“ საშუალებით მოიპოვებს  და ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს და რა საშუალებებით იცავს მათ.

  1. პერსონალური მონაცემების შეგროვება
    • „MEMO“ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს იღებს შემდგომში წყოროებიდან:
      1. მომხმარებლის მიერ „MEMO“ პლატფორმაზე რეფისტრაციით
      2. მომხმარებლის მიერ „MEMO-ს“ პლატფორმის დახმარებით უფასო სასწავლო კურსზე რეგისტრაციით.
      3. მომხმარებლის მიერ „MEMO-ს“ პლატფორმის დახმარებით ფასიან სასწავლო კურსზე რეგისტრაციით.
      4. მომხმარებლის მიერ „MEMO-ს“ პლატფორმის დახმარებით ფასიან მასტერკლასზე რეგისტრაციით.
      5. მომხმარებლის მიერ სოციალური ქსელით მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია „MEMOსთვის.
      6. საჯარო წყოროდან მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მოპოვება
      7. მომხმარებელსა და “MEMO” შორის კომუნიკაციის შედეგას

 

  • მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია
    1. მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს: სახელი, გვარი, მისამართი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი.
    2. მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციას: მისამართი, ელექტორნული ფოსტა და ტელეფონის ნომერი.
    3. მომხმარებელსა და „MEMO-ს“ შორის შემდგარი კომუნიკაციის შედეგად მიღებულ მონაცემებს.
    4. საჯარო წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას

 

  1. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
    • „MEMO“ ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის, „MEMO-ს“ უკვე არსებული მომსახურების გაუმჯობესებისა და შემდგომში მომსახურების ეფექტურად განხორციელების მიზნებისათვის, შესაბამისი მოცულობითა და პროპორციით. კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის:
      1. კომპანიის მიერ მომსახურების გასაწევად (მათ შორის, სასწავლო მომსახურების გასაწევად და სხვ. განსახორციელებლად);
      2. კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის სასწავლო კურსებთან და მასტერკლასებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაწოდებლად;
      3. კომპანიის მომსახურების (პირობების ცვლილების, ახალი ან/და დამატებითი მომსახურების) შეთავაზებისა და გაუმჯობესებისათვის, რაც, მათ შორის, გულისხმობს მომხმარებლის მიერ სასწავლო მომსახურებისათვის განხორციელებული ტრანზაქციული ისტორიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტატისტიკური მონაცემების, მომხმარებლის ქცევის და სხვა. ანალიზს)
      4. კომპანიის მომხმარებლისთვის შესაბამისი კორესპონდენციის ან/და შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით;
      5. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის;
      6. კომპანიის ან სხვა პირების უსაფრთხოებისა და საკუთრების დასაცავად.
      7. კომპანიის ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.

 

  1. პერსონალური მონაცემების გამოყენება

კომპანიამ შესაძლოა გამოიყენოს თქვენი სახელი კომპანიის ყველა და ნებისმიერი მომსახურებისთვის, რომლებსაც კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს.

  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
    • პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები:
      1. კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
      2. მონაცემთა დამუშავება დასაშვებია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე:

„ა“ ქვეპუნქტი – მონაცემთა სუბიექტმა (მომხმარებელმა) განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;

„ბ“ ქვეპუნქტი – მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულების შესრულებისთვის ან მომხმარებლის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

„ე“ ქვეპუნქტი – მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;

„კ“ ქვეპუნქტი – მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).

  1. არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება
    1. არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება რეგულირდება საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვითაც:
    2. 16 წლიდან ზემოთ – არასრულწლოვანმა დამოუკიდებლად შეიძლება გასცეს თანხმობა მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე;
    3. 16 წლამდე – მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
    4. მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ კანონით მოთხოვნილია 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანის და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
  2. ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება
    • კომპანიის მიერ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობით.
    • ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია: კომპანიის საქმიანობის განხორციელებისთვის პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით; მომსახურების გაწევა შეუძლებელია აღნიშნული მონაცემების დამუშავების გარეშე.

 

  1. .მონაცემთა გადაცემა და დაცვის გარანტიები
    • მონაცემთა გადაცემისას კომპანია მოქმედებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
    • კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების გადაცემამდე, მონაცემთა დაცვის პასუხისმგებელი პირი დარწმუნდება, რომ: ინფორმაციის მიმღები უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის შესაბამის და ადეკვატურ გარანტიებს; მონაცემთა გადაცემა არ არღვევს მომხმარებლის უფლებებს და კონფიდენციალურობას.
  • კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავება და შენახვა ხდება უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით, რათა უზრუნველყოს მონაცემების კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა.
  • მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით
    1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით.
    2. მომხმარებელს აქვს უფლება, უარი თქვას მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით და მოითხოვოს კომპანიისგან შესაბამისი შეზღუდვა.

 

  1. მონაცემთა დამუშავების წესები და მათი შეცვლა
    • კომპანია იტოვებს უფლებას, შეიტანოს ცვლილებები პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებში.
    • მომხმარებლებს ეცნობებათ წესების ცვლილებების შესახებ რეგისტრირებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო ცვლილებები ძალაში შევა 30 კალენდარული დღის შემდეგ, თუ სხვა რამ არ არის მითითებული.
    • თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ახალ წესებს, მას აქვს უფლება შეწყვიტოს პლატფორმის გამოყენება და მოითხოვოს თავისი პერსონალური მონაცემების წაშლა.
    • საქართველოს კანონის მიხედვით, მონაცემთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:
      1. მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ;
      2. მონაცემები უნდა შეგროვდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიო და ლეგიტიმური მიზნებისთვის;
      3. მონაცემთა დამუშავება უნდა იყოს მიზანთან პროპორციული და არაუმეტეს აუცილებელი მოცულობის;
      4. მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში განახლებული;
      5. მონაცემები უნდა შენახულ იქნას მხოლოდ აუცილებელი ვადით;
      6. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის უნდა იქნას მიღებული სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები.
      7. თუ მონაცემები უნდა დამუშავდეს მათი შეგროვების/მოპოვების მიზნისგან განსხვავებული მიზნით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა გაითვალისწინოს:
        • მონაცემთა თავდაპირველ და შემდგომ მიზანს შორის კავშირი;
        • მონაცემთა სუბიექტის შესაძლო მოლოდინები;
        • განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება;
        • მონაცემთა სუბიექტისთვის შესაძლო შედეგები;
        • უსაფრთხოების სათანადო ზომების არსებობა.
        • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის დასაბუთება ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.

 

  1. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გაზიარება

კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, მათ შორის, თაღლითობის, უსაფრთხოების, ან/და ტექნიკური პრობლემების გამოვლენის, ან/და სხვაგვარი პრევენციის მიზნებისათვის, მომსახურებლის მონაცემები შესაძლოა  „MEMO-მ“  გაუზიაროს:

  • მომხმარებლის წარმომადგენელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს;
  • კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოებს;
  • მომსახურების პროვაიდერებს – მათ შორის და არა მხოლოდ: კომპანიის მრჩევლებს, IT სერვისის მომწოდებლებს  ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს.
  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული მომხმარებლის უფლებები
    • საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელს აქვს უფლება:
      1. მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული მონაცემების თაობაზე: რა სახის მონაცემები მუშავდება, რა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება აღნიშნული ინფორმაცია,  აგრეთვე ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;
      2. გაეცნოს მომხარებლის შესახებ კომპანიის მიერ დაცულ და შენახულ მონაცემებს და მიიღოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების ან/და ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით;
      3. მოითხოვოს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
      4. მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, იმ შემთხვევაში, თუ:
        • უარს განაცხადებს იმ თანხმობაზე, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს;
        • მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
        • მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ;
        • სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
        • ნებისმიერ დროს გაითხოვოს ან/და უარი თქვას მონაცემთა დამუშავების თაობაზე მომხმარებლის მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს ამგვარი თანხმობის საფუძველზე უკვე არსებული და დამუშავებული მონაცემების წაშლა. ამგვარი მოთხოვნის მიღების შემდგომ, კომპანია დაუყოვნებლივ შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას და უზრუნველყოფს უკვე დამუშავებული მონაცემების წაშლას, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

 

  1. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა
    • მომხმარებლის შესახებ დამუშავებული მონაცემების შენახვას უზრუნველვყოფთ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. „MEMO“ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ გარანტიებს მოხმარებლის მონაცემების დასაცავად. „MEMO“ იცავს ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, შენობის უსაფრთხოებას. აღნიშნული მიზნებისათვის, კომპანია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის, კომპანია ატარებს ფიზიკურ, ელექტრონულ და პროცედურულ კონტროლის მექანიზმებს, რათა კანონის სრული დაცვით მოხდეს მომხმარებლის მონაცემების დაცვა არაავტორიზებული წვდომის, გამოყენების, გადაცემისგან, დაკარგვის, ან/და განადგურებისგან.

 

  1. პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა
    • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად – მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ, ამ დებულებაში განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის შესაბამისად, არაუმეტეს 5  (ხუთი) წლის განმავლობაში;
    • ან/და სხვა ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში.
    • მომხმარებლის მიერ კომპანიასთან დაკავშირების შემთხვევაში, კომპანია ინახავს მომხმარებლის ან/და მომხმარებელთან კომუნიკაციის ჩანაწერს, შემდგომში ნებისმიერი სახის პრობლემის გადაჭრისა და მოგვარების მიზნით. აღნიშნული ჩანაწერები კომპანიის მიერ გროვდება და ინახება ამ დებულებაში განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის შესაბამისად, არაუმეტეს 5 (ხუთი)  წლის განმავლობაში.

 

  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ თანხმობა

მომხმარებელი, ვებ-გვერდზე ვიზიტით, მასზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებით ან ავტორიზაციით, ადასტურებს წინამდებარე წესებსა და პირობებს. ამასთან, იგი ეთანხმება პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძვლებსა და მიზნებს. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს ნებისმიერ ცვლილებასა და დამატებაზე, რომლებიც კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეიტანოს.

  1. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა
    • მომხმარებელს უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გაითხოვოს ან/და უარი თქვას თქვენს მონაცემთა დამუშავების თაობაზე მომხმარებლის მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა.
    • აღნიშნული მოთხოვნა შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით:

ელ.ფოსტა – Info@memories.ge

სოციალური ქსელი – https://www.facebook.com/memobygsh

  • მომხმარებლის მიერ ამგვარი მოთხოვნის წარდგენის შემდგომ, კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება და წაშალოს უკვე დამუშავებული მონაცემები, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
  • მომხმარებლის მოთხოვნა განიხილება და პასუხი ეცნობება 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
  • საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +995 599438800, ელ. ფოსტის მისამართი:Info@memories.ge , ვებ გვერდის მისამართი: memo.ge

 

  1. დავები და მარეგულირებელი სამართალი

 

  • წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის გამოყენებად ერთადერთ სამართლებრივ ჩარჩოს. მომსახურების პირობებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, პრეტენზია და მოთხოვნა განიმარტება და წყდება საქართველოს მოქმედი სამართლის შესაბამისად.
  • ნებისმიერი დავის ან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდზე არსებული საკომუნიკაცია ინფორმაციის მეშვეობით დაუკავშირდეს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რომელიც მიიღებს ყველა შესაძლო ზომას საკითხის შესასწავლად და პრობლემის მოსაგვარებლად.
  • მხარეები შეთანხმდებიან, რომ ყველა შესაძლო დავისა და მოთხოვნის განხილვა ექვემდებარება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას, და საქართველოს სამართალი წარმოადგენს ერთადერთ გამოსაყენებელ სამართალს წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან წარმოშობილი საკითხების განხილვისას.
  • თუ რომელიმე მუხლი ან პუნქტი საქართველოს სასამართლოს მიერ არალეგიტიმურად ან გამოუსადეგრად ჩაითვლება, ეს არ იმოქმედებს დანარჩენი პირობების ძალასა და შესრულებაზე.

 

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები, პრეტენზიები, ან/და რეკომენდაციები, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@memories.ge

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლის უსაფრთხოება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.