მონაცემთა დამუშავება
მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის
შპს ჯორჯია სტარტს ჰიარ, (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402037014 ) (შემდგომში: „კომპანია”) “MEMO-ს” პლატფორმის მომხმარებლის მიერ გამოყენებისას, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის ამუშავებს, ჩემი, მომხმარებლის, შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი.
პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე, ჩემი თანხმობა გულისხმობს, რომ “MEMO-ს” მე პირდაპირი მარკეტინგის საშუალებით მივიღებ კანონმდებლობით ნებადართულ, მათ შორის ჩემს ინტერესებზე მორგებულ, სარეკლამო ხასიათის შეთავაზებებს, შეტყობინებებს.
ჩემს ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების/შეტყობინებების დაგზავნისათვის, “MEMO” ამუშავებს ჩემ მიერ ფასიან თუ უფასო კურსებზე/მასტერკლასებზე რეგისტრაციის ფაქტს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამომიგზავნის ჩემს ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებებს/შეტყობინებებს.
ზემოხსენებული პერსონალურ მონაცემთა დამუშავება განხორციელდება 5 წლის ვადის განმავლობაში. ჩემთვის ცნობილია, რომ უფლება მაქვს ნებისმიერ დროს გამოვიხმო წინამდებარე თანხმობა, მარტივად, შემდეგი საშუალებებით:
“MEMO-ს” მიერ გამოგზავნილ პირდაპირი მარკეტინგის შეტყობინების მიღების შემდგომ, ვიცი რომ მაქვს უფლება მოვითხოვო მარკეტინგული ხასიათის შეტყობინებების მიღების გაუქმება. ამისათავის საჭიროა აღნიშნული მოთხოვნა მივაწოდო “MEMO-ს” შემდეგი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით: ელ.ფოსტა – Info@memories.ge , სოციალური ქსელი https://www.facebook.com/memobygsh
თანხმობის გამოხმობით, გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა აღარ მოხდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის ჩემი მონაცემების დამუშავება და აღარ მივიღებ სარეკლამო შეტყობინებებს.
შეთავაზებების მიღება განხორციელდება როგორც ტელეფონის ნომერზე ტექსტური ან ხმოვანი შეტყობინების ან პირდაპირი სატელეფონო ზარის სახით, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე შესაბამისი შეტყობინების სახით.
ამ ღილაკის მონიშვნით, “MEMO” თანხმობას ვაძლევ ზემოთ მოცემული ჩემი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე.