ბლოგი
ქართული აქსესუარები რაც შეგიძლიათ შეიძინოთ Memories.ge-ზე

სარჩევი
სუვენირები
ქართული აქსესუარები
ხშირად დასმული კითხვები
ახალ ქალაქში მოგზაურობის დროს, სუვენირების პატარა და საოცარი მაღაზიის აღმოჩენა დამატებითი სიამოვნებაა. სხვადასხვა თვალისმომჭრელი ნივთების თვალიერება მედიტაციას ჰგავს, ხოლო თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანიებისთვის საჩუქრის არჩევა კი ძალიან კარგი შეგრძნება.
თუ ფიქრობთ სად იყიდოთ ქართული სუვენირები, ჩვენ რეკომენდაციას გიწევთ დაათვალიეროთ ჩვენი ონლაინ მაღაზია Memories.ge ან ფიზიკურად გვესტუმროთ კოტე აფხაზის 31 ნომერში, განსაკუთრებით თუ გიყვართ ლამაზი ნივთების შეგროვება და შეძენა.
ქართული აქსესუარების კატეგორია მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, მათ შორისაა აბრეშუმის შარფები, სარკე ორნამენტებით, კოსტერები, ღვინის ბოთლის საცობები, პატარა და უცნაური ფორმის ჭიქები, მოქარგული საყელოები და სათვალის საკიდები, საპასპორტეები და ა.შ
შარფები მრალფეროვანი დიზაინით და ქსოვილებით გამოირჩევა. ზედ დატანილი ორნამენტები და ნახატები კი მას გარდა ვიზუალური სილამაზის დატვირთვისა, უფრო მომხიბლავს ხდის. ასეთი შარფი თქვენს ლუქს კიდევ უფრო მომხიბლავს და ტრენდულს გახდის.
თუ განსაკუთრებულ და განსხვავებულ სუვენირს ეძებთ, აქვე აღმოაჩენთ მშვენიერ საყელოს, რომელიც ხელითაა შეკერილი და მოქარგული ქართული ორნამენტებით, ხოლო მას თუ მშვენიერი სათვალის საკიდსაც შეუფერებთ, საჩუქრების საოცარი კომბინაცია იქნება. სათვალის საკიდი როგორც მზის ასევე მხედველობისთვის აუცილებელი სათვალისთვის შეუდარებელი აქსესუარია. ის გაფორმებულია ბუნებრივი თვლებით და ელეგანტურ ლუქს ქმნის ნებისმიერი ასაკის ქალისთვის.
თუ ხშირად გაქვთ ფრენები, მაშინ პასპორტის დამცავი ზუსტად ისაა რაც თქვენს პასპორტს საგულდაგულოდ დაიცავს და თან ქართულ სულსაც გადმოსცემს. სხვადასხვა დიზაინის საპასპორტეები ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების გაცოცხლებაა და იმდენად ლამაზია, არა მხოლოდ ქართველებს, არამედ უცხოელებსაც კი ძალიან მოსწონთ. გარდა ვეფხისტყაოსნისა, ზოგიერთ მათგანზე ქართველი ილუსტრატორის, პეტრე ოცხელის ნამუშევრებია გამოყენებული, ასეთი საპასპორტე უფრო მინიმალისტურია.
ცნობილია რომ როდესაც ქართულ ღვინოს სინჯავთ, რამდენიმე ბოთლის თან გაყოლება აუციელებლია, რომ სხვებსაც გაუზიაროთ ქართული ღვინის გემოთი მიღებული სიამოვნება. ღვინის ბოთლს კი აუცილებლად ჭირდება განსაკუთრებული საცობი. ჩვენი მაღაზია საინტერესო არჩევანს გთავზობთ. თითბერისგან დამზადებული, სხვადასხვა ცნობილი ქართული პერსონაჟების ფიგურებით დამშვენებული საცობებიდან ნამდვილად იპოვით ისეთს, რომელიც ყოველთვის საქართველოს გაგახსენებთ. გარდა თითბერისა, აქვე ნახავთ კერამიკისგან დამადებულ საცობებს, რომელიც ქართული ორნამენტებითაა გაფორმებული.
და ბოლოს, კოსტერები… რომელიც იმდენად ლამაზია, ჭიქის დადებაც კი დაგენანებათ, თუმცა რა საკვარველია აუცილებლად გჭირდებათ ის თქვენი ავეჯის დასაცავად. განსაკუთრებული დიზაინის მქონე კოსტერები არამარტო თქვენს მაგიდას გაალამაზებს, არამედ საქართველოში მოგზაურობას გაგახსენებთ, ჭიქების ფართო არჩევანი კი პირდაპირ მიგანიშნებთ რომ კოსტერის და ჭიქების ერთად შეძენა კარგი კომბინაციაა.
ხშირად დასმული კითხვები:
რა ღირს ქართული აქსესუარები?
ვინაიდან ამ კატეგორიაში მრავალფეროვნებაა, გირჩევთ საიტზე კარგად ნახოთ თითოეული მათგანის ფასი.
როგორ მოვუარო აბრეშუმის შარფს?
ჩვენ ცივ წყალში ხელით რეცხვას ვუწევთ რეკომენდაციას, სარეცხი საშუალებების მინიმალური გამოყენებით. გასაშრობად კი ბრტყელ საკიდზე გადაკიდეთ. თუ უთოს გამოიყენებთ, აუცილებლად დაბალ ტემპერატურაზე და დამცავი ქსოვილის გამოყენებით. შეინახეთ ბასრი ნივთებისგან მოშორებით და ნუ გამოიყენებთ პირდაპირ ქსოვილზე სუნამოს.
რა ზომისაა თქვენი საპასპორტეები?
პასპორტის ჩასადები 20×14 სმ-ია, იგი პასპორტის სტანდარტულ ზომაზეა გათვლილი.