ბლოგი
ქართული მაგნიტები, თქვენი მოგზაურობის სამახსოვრო მოგონებები

სარჩევი
მაცივრის დეკორაცია
ქართული მაგნიტები
ძველი თბილისის აივნები
ხშირად დასმული კითხვები
ალბათ ყველას გვაქვს სახლში მაცივარზე მაგნიტები, ეს ხომ საერთაშორისო ტრადიციაა და თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს მოგზაურობიდან მაგნიტის ჩამოტანის რიტუალი. თანაც რაც მეტს მოგზაურობ, მით უფრო მეტი გროვდება, მაცივარიც თითქოს უფრო ლამაზდება, შეხედავ და ერთ დიდ პოსტერს გაგონებს შენი გავლილი მოგზაუროები, ბევრი რამ გახსენდება და თან სასიამოვნოდ გეღიმება.
მემოს მაღაზიაში არსებული მაგნიტები შექმნილია ქართველი გრაფიკული დიზაინერების მიერ „Georgia Starts Here“ ს ბრენდთან კოლაბორაციით. არჩევანი დიდია და მშვენიერი შესაძლებლობაა თქვენთვის სასურველი მაგნიტი შეარჩიოთ და კიდევ ერთით მეტი სილამაზე შემატოთ თქვენს მაცივარს. მაგნიტებზე გადატანილია საქართველოს სხვადასხვა ქალაქების, კუთხეების ამსახველი ილუსტრაციები, ფერთა გამა კი კიდევ უფრო მკვეთრს ხდის თქვენს მოგონებებს.
თუ თბილისს სტუმრობთ და ძველ უბნებში სეირნობთ, აუცილებლად შენიშნავთ ძველი სახლების მშვენიერ აივნებს ქალაქის ისტორიულ რაიონებში. მაგალითად, შავთელის ქუჩა რეზო გაბრიაძის თეატრის მახლობლად, ხის აივნებით გამოირჩევა, ხოლო კოტე აფხაზის ქუჩა (წინანდელი სახელით ლესელიძის ქუჩა) ფერადი ფასადებითა და ტრადიციული დიზაინებით არის გაწყობილი. ბეთლემის ქუჩა, ლადო ასათიანის ქუჩა ავთენტური აივნების არქიტექტურას აჩვენებს ძველი ქალაქის გულში. ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ ულამაზესი მაგალითები ბარათაშვილის ქუჩაზე თავისუფლების მოედნიდან ჩამოსვლისას. ამ საინტერესო თავგადასავლის დროს სწორედ კოტე აფხაზის 31 ნომერში, მემოს მაღაზიში ზუსტად ასეთ მაგნიტებსაც აღმოაჩენთ. მაგნიტების ლამაზი ფერები და სამ განზომილებაში შექმნილი დიზაინები ფაქტობრივად გაძლევთ საშუალებას თან გაიყოლოთ თბილისის მოგონებები. ამ ტიპის მაგნიტები ტოპ გაყიდვადია მემოს მაღაზიაში.
ხშირად დასმული კითხვები:
სად შეიძლება ქართული მაგნიტების შეძენა და რა ღირს ისინი?
მაგნიტების შეძენა MEMO ს ფიზიკურ მაღაზიაში, კოტე აფხაზის 31 ნომერში და ჩვენს ვებ გვერდზე შეგიძლიათ memories.ge. ფასები ვარირებს 6-130 ლარამდე, დამოკიდებულია მაგნიტის დიზაინსა და ზომაზე.
რა მასალისგან მზადდება მაცივრის მაგნიტები?
ჩვენი მაცივრის მაგნიტები დამზადებულია კერამიკის და თაბაშირის ბაზაზე, ხოლო სახლებისა და აივნების ტიპის მაგნიტები, ხის მასალისგან.
მაცივრის მაგნიტს შეუძლია მაცივარი დააზიანოს?
არა, მაცივრის მაგნიტი უსაფრთხოა თანამედროვე მაცივრებისთვის. მიმაგრების შემდეგ თუ მოხსნით, ის არ აზრიანებს ზედაპირს, მათი ჩამოხსნა და სხვა სასურველ ადგილას გადატანა ადვილია.
როგორ გავწმინდო მაცივრის მაგნიტი?
მაცივრის მაგნიტების გაწმენდა მშრალი ტილოთი ჩვეულებრივ შეგიძლიათ. სასურველია სველი ტილო არ გამოიყენოთ, განსაკუთრებით თუ თქვენი მაგნიტი ხისგანაა დამზადებული ან ქაღალდზე დაბეჭდილი ზედაპირი აქვს.
შესაძლებელია მაცივრის მაგნიტი ჩემთვის სასურველი დიზაინით დამიმზადოთ?
სამწუხაროდ ამ ეტაპზე ეს არაა შესაძლებელია. ყველა დიზაინის მაგნიტი წინასწარ დამზადებულია, თუმცა არჩევანი დიდია და აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ მაგნიტს მემოს მაღაზიაში.