Uncategorized @ka-ge

ქართული ნაჭრის ჩანთები ილუსტრაციებით, რომელიც სპეციალურად შექმნა Georgia Starts Here-ის გუნდმა

Georgian Bags - Perfectly Illustrated Souvenir That Can Carry Souvenirs

სარჩევი

ნაჭრის ჩანთების გამოყენება

ქართული ჩანთები

ნაჭრის ჩანთების გაფორმება

ხშირად დასმული კითხვები

 

მოგზაურობის და ახალი ადგილების აღმოჩენის დროს, თითქმის ყოველთვის ვაწყდებით დილემას, თუ როგორ ჩავალაგოთ ნივთები ზურგჩანთაში ან უბრალოდ ჩანთაში.  ჩემოდანი თითქმის ყოველთვის სავსეა, ხოლო ზურგჩანთა ცოტაც და სრულად შეივსება სუვენირებით თუ ახალი სხვა შენაძენებით. აი ზუსტად აქ, იდეალურია ნაჭრის ქართული ჩანთები, რაშიც იდეალურად მოათავსებთ თქვენს საჩუქრებს და საყვარელ ნივთებს, თან ლამაზია და ზედ დატანილი ილუსტრაციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ასახავს. ეს ილუსტრაციები სპეციალურად შექმნა Georgia Starts Here-ის ილუსტრატორების გუნდმა. ისინი მაქსიმალურად შეეცადნენ საქართველოს კუთხეები ისე წარმოეჩინათ, რომ ტურისტს თუ ქართველს მხოლოდ და მხოლოდ კარგი მოგონებები გაუღვივოს.

ყველაზე ადვილად ამ ნაჭრის ჩანთების შეძენა ჩვენს მაღაზიაში, კოტე აფხაზის 31 ნომერში ან საიტზე შეგიძლიათ Memories.ge. არჩვენია დიდია, აქ იპოვით ჩანთას შემდეგი ნახატებით: ბორჯომი, ციხისძირი, წყალტუბო, კაცხი, ბაკურიანი, მარტვილი, თბილისის სხვადასხვა ქუჩებს და თუ რამდენიმეს მეგობრებისთვისაც წაიღებთ საჩუქრად, ყველას გაახარებთ. ნაჭრის ჩანთები იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთის, შოპინგზე თუ უბრალოდ კომპიუტერით სამუშაოდ გასასვლელად. საყვარელი წიგნის თან წასაღებადაც უზუმოდ პრაქტიკული და ტრენდულია.

იცოდით რომ ნაჭრის ჩანთის გაფორმება მრავალნაირად შეგიძლიათ? განსაკუთრებით კი თუ გეხერხებათ სახლის პირობებში კრეატიული გამოსავლების ძებნა. ნაჭრის ჩანთებზე იდეალურად მაგრდება პინები, სტიკერები, შარფები, შეგიძლიათ ასევე ზედ დახატოთ დამატებით თუ კი გსურთ რამე რაც თქვენს ჩანთას კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას შესძენს.

 

ხშირად დასმული კითხვები:

რა მასალისგანაა ნაჭრის ჩანთები დამზადებული?

ჩვენი ნაჭრის ჩანთები მაღალი ხარისხის, ეკო მეგობრული მასალისაა და 100% ით ბამბაა.

შეიძლება ჩანთა სარეცხი მანქანით გავრეცხო?

კი შესაძლებელია, თუმცა დააყენეთ ნაზი ქსოვილების რეცხვის რეჟიმზე, 30 გრადუსზე, თუმცა როგორც ნებისმიერი ასეთი ქსოვილისთვის და ნაკეთობისთვის სასურველია თუ ხელით გარეცხავთ და აარიდებთ ძლიერი სარეცხი საშუალების გამოყენებას. არ დაგავიწყდეთ ჩანთა გადმოაბრუნოთ და შიდა ზედეპირიდან გარეცხოთ სარეცხ მანქანაში.

შესაძლებელია ჩემი სურვილის მიხედვით გადავიტანო  ნახატი ნაჭრის ჩანთაზე?

სამწუხაროდ ეს სერვისი ამ ეტაპზე არ გვაქვს.

რა წონის ჩადებაა შესაძლებელი ნაჭრის ჩანთაში?

დაახლობიეთ 5-6 კილოგრამის,  მეტი რეკომენდირებული არ არის