ბლოგი
ქართული სკულპტურები- პერსონაჟები რომლებიც ისტორიებს ყვებიან

სარჩევი
სკულპტურები როგორც კულტურის ნაწილი
ქართული სკულპტურები
სკულპტორი ლევან ბუჯიაშვილი
სკულპტურების ადგილმდებარეობა
ხშირად დასმული კითხვები
ქანდაკებები ქვეყნის ხელოვნებისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ისტორიის, იდენტობის გამოხატვის ძლიერი სიმბოლოებია. ქანდაკებების საშუალებით შემონახულია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ადამიანებებზე და ისტორიულ მოვლენებზე მოგონებები. საზოგადოებრივ სივრცეებში, ქუჩაში, პარკებსა და სკვერებში, განლაგებული ეს ულამაზესი ნაკეთობები იქცევს ხალხის ყურადღებას და იწვევს ინტერესს.
ხოლო ყოველი ადამიანი, ვინც ქუჩაში მოძრაობს ან პარკში სეირნობს, ბუნებრივად ხდება ამ ნამუშევრების მაყურებელი და შემფასებელი. ზოგიერთი მათგანისთვის ეს უბრალოდ ბრინჯაოსგან გაკეთებული რამაა, მაგრამ დაკვირვებული და დაინტერესებული ადამიანი ქანდაკებებს სხვანაირად უყურებს. თითქოს უხილავი დიალოგი ებმება ორ ადამიანს შორის.
მემოს მაღაზიაში წარმოდგენილი ქართული ქანდაკებების ზოგიერთი მოდელი, იმ რეალური ქანდაკებების მინიატურული ვერსიებია, რომლებიც ძველი თბილისის ქუჩებში დგას, 16-20 სმ ზომის ბრინჯაოს ქანდაკებები იდეალური საჩუქარია იმ ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ქანდაკების ხელოვნებით.. აქ ნახავთ ისეთ სკულპტურებს რომელიც ქართულ ტრადიციებს ასახავს, მაგალითად ქართული ცეკვა, თბილისის იტალიური ეზოები, ქუჩის მუსიკოსები, ცნობილი თამადა და ა.შ . თითოეული სკულტპურა თავის ისტორიას ჰყვება და მისი ხასიათი აქვს, სამუშაო მაგიდას, კაბინეტს ან სახლის ნებისმიერ ადგილს იდეალურად მოერგება და თქვენს მოზაგზაურობას ჩვენს მშვენიერ საქართველოში სულ სასიამოვნოდ გაგახსენებთ. ან ქანდაკებების შეძენა მემოს ფიზიკურ მაღაზიაში, კოტე აფხაზის 31 ნომერში ან ჩვენს ვებ გვერდზე შეგიძლიათ.
ჩვენს მაღაზიაში არსებული ქანდაკებები შექმნა ქართველმა ნიჭიერმა სკულპტორმა ლევან ბუჯიაშვილმა. ის ცნობილია თავისი ნიჭით ბრინჯაოს ფიგურებით გადმოსცეს საქართველოს ისტორია, სხვადასხვა ეპოქა, თითქოს გააცოცხლოს თბილისის ერთი ჩვეულებრივი დილა ან საღამო, სიყვარული, ურთიერთობა ამ პატარა სკულპტურებში. მისი ნამუშევრები აერთიანებს ადამიანის ხასიათსა და ემოციას მინიმალური დეტალებით. ლევანი ხშირად ფოკუსირდება შრომის, ტრადიციისა და ურბანული ცხოვრების თემებზე, აძლევს ხმას ჩვეულებრივ ფიგურებს, როგორიცაა ეზოს დამლაგებლები, მუშები, ქალაქის მცხოვრებლები და ა.შ.
ეს სკულპტურები შეგიძლიათ მოიძიოთ რამდენიმე ადგილას თბილისში და საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო სივრცეებში, ისე კერძო კოლექციებში. მისი რამდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევარი განთავსებულია რუსთაველის გამზირზე, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ხშირად დასმული კითხვები:
სად შეიძლება შევიძინო ქართული ქანდაკებები და რა ღირს?
სკულპტურების შეძენა ჩვენს მაღაზიაში კოტე აფხაზის 31 ნომერში და ვებ გვერდზეა შესაძლებელი, ფასები კი ვარირებს 400 დან 1200 ლარამდე
ქანდაკებები ბრინჯაოსგანაა დამზადებული?
დიახ, მინიატურული სკუპლტურები ბრინჯაოსგანაა დამზადებული, რომელიც დაფარულია დამცავი ნივთიერებით ვიზუალური ეფექტისთვისა და დაზინებისგან დასაცავად.
შესაძლებელია ქართული სკუპტურების კაბინაში ასატანი ბარგით ტრანსპორტირება?
დიახ. ჩვენ ისე შეგიფუთავთ რომ მაქსიმალურად დაცული იქნება დაზიანებისგან, თუმცა რა თქმა უნდა ბარგის ფრთხილად მოპყრობა აუცილებელია. შეეცადეთ ზევიდან არაფერი დაადოთ რომ არ მოხდეს დაზიანება. ამასთანავე მაინც გადაამოწმეთ იმ ავიაკომპანიის წესები და პირობები მეტალის ნივთებთან დაკავშირებით, რომლითაც მგზავრობთ.