MEMO-ში საჩუქარი მხოლოდ ნივთი არ არის – ის სითბოს, პატივისცემისა და განსაკუთრებული კავშირის გამოხატულებაა. ჩვენი გულდასმით შერჩეული პროდუქცია ამ ემოციებს აძლიერებენ, რათა თითოეული მომენტი დაუვიწყარი გახდეს და ყოველი ჟესტი – განსაკუთრებული.

MEMO – არის ბრენდი, რომელიც Georgia Start Here-ის ფარგლებში შეიქმნა და რომლის მიზანია საქართველოს სილამაზისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და გაზიარება უნიკალური, ხელნაკეთი ქმნილებების საშუალებით. ჩვენი კოლექციები შთაგონებულია ქართული, კულტურული ტრადიციებითა და მოიცავს ტექსტილს, კერამიკას, სამკაულებს, მერჩენდაიზინგსა და სხვა მრავალს.

MEMO-ში მიგვაჩნია, რომ თითოეული ნივთი საკუთარ ისტორიას ჰყვება. ჩვენი პროდუქცია არ არის მხოლოდ საჩუქარი – ის დაუვიწყარი მოგონებაა, რომელიც ქართულ ტრადიციებს, ბუნების სილამაზესა და ხელოვნების უნიკალურობას ასახავს. ჩვენ ვქმნით ნივთებს, რომლებიც ყოველდღიურობაში საქართველოს ნაწილს შემოიტანენ.

MEMO – MEMOries

სახელი MEMO ნიშნავს MEMOries – მოგონებებს, რომლებიც ჩვენი ბრენდის მთავარ მისიას ასახავს: შევქმნათ ემოციური კავშირი უნიკალური და შინაარსიანი პროდუქტის მეშვეობით. ჩვენი ბრენდი აერთიანებს ტრადიციას და თანამედროვეობას, რათა ქართული ხელოვნება ახალ სიცოცხლეს შეიძინოს.

MEMO – BOX

MEMO გთავაზობთ ექსკლუზიურ, პრემიუმ სასაჩუქრე ბოქსებს, რომლებიც ყოველ საჩუქარს განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს. ეს ბოქსები უბრალოდ ნივთების ნაკრები არ არის – ისინი განასახიერებენ დახვეწილობას, გემოვნებასა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს. თითოეული მათგანი შექმნილია იმისთვის, რომ მოლოდინს გადააჭარბოს და დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვოს.

აღმოაჩინეთ საქართველო MEMO-ში და შექმენით დაუვიწყარი მოგონებები ჩვენი უნიკალური კოლექციებით.