კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „MEMO” პლატფორმაზე (https://memories.ge/). გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს.  პლატფორმაზე შესვლითა და გამოყენებით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წესებსა და პირობებს. ეს დოკუმენტი წარმოადგენს შეთანხმებას თქვენსა და „MEMO-ს”  შორის, რომელიც განსაზღვრავს თქვენს უფლებებსა და ვალდებულებებს “MEMO-ს” სერვისების გამოყენებისას.

წესები და პირობები

ეს  წესები და პირობები (შემდგომში : „შეთანხმება“) აფუძნებს საკონტრაქტო ურთიერთობას თქვენსა და შპს ჯორჯია სტარტს ჰიარ (შემდგომში: „კომპანია „) შორის.

წინამდებარე წესები და პირობები არის ორმხრივი შეთანხმება მომხმარებელსა და შპს ჯორჯია სტრატს ჰიარს შორის.

შპს ჯორჯია სტრატს ჰიარი მიმდინარე წესები და პირობებში, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებში და ნებისმიერ სხვა შეთანხმებაში რაც “MEMO” პატფორმის მეშვეობით იქნება მიწოდებული მომხმარებლისთვის მოიხსნიება როგორც “MEMO”.

 

  1. ტერმინთა განმარტება
    • „MEMO” – პლატფორმა რომელიც წარმოადგენს შპს ჯორჯია სტარტს ჰიარ, (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402037014) საკუთრებას.
    • ,,კომპანია“ შპს ჯორჯია სტარტს ჰიარ, (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402037014, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ., N 3 კორპ. N18, ბ. N19.
    • ,,მომხმარებელი“ – ნებისმიერ [18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი)] ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
    • “მომხმარებლის თანხმობა”– წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება;
    • ,,მომსახურება“ – “MEMO” პლატფორმის მიერ მომხმარებლებისთვის მოწოდებულ ფუნქციონალს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაათვალიერონ, შეიძინონ  პროდუქცია პლატფორმის დახმარებით. მომსახურებაში ასევე შედის შეკვეთების მართვა, გადახდის პროცესის უზრუნველყოფა, მომხმარებელთა მხარდაჭერა, პროდუქციის მიწოდების ორგანიზება და სხვა შესაბამისი სერვისები.
    • “პროდუქცია” – პროდუქცია ნიშნავს იმ ნივთებსა და მომსახურებებს, რომლებიც პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის შესაძენად ან გასაყიდად. პროდუქცია შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ ნივთებს ან ციფრულ პროდუქტებს.
    • “შეკვეთა” – შეკვეთა ნიშნავს მომხმარებლის მიერ პლატფორმის მეშვეობით განხორციელებულ მოთხოვნას კონკრეტული პროდუქციის შეძენაზე.
    • “მიწოდება” – მიწოდება ნიშნავს პროდუქციის მომხმარებლისთვის გადაცემის პროცესს. მიწოდება შეიძლება განხორციელდეს პლატფორმის შიდა ლოგისტიკური სერვისით ან მესამე მხარის კურიერული მომსახურებით.
    • “გადახდა” – გადახდა ნიშნავს თანხის გადარიცხვის პროცესს, რომელიც მომხმარებლის მიერ ხდება პლატფორმაზე წარმოდგენილი გადახდის სისტემების გამოყენებით.
    • “ანგარიშგება და საკომისიო” – პლატფორმა უფლებამოსილია ჩამოაჭრას გარკვეული საკომისიო თითოეულ ტრანზაქციაზე.
    • “უნიკალური სახელი”- მომხმარებლის მიერ შერჩეული უნიკალური სახელი.
    • მხოლობით ფორმაში გამოყენებული ტერმინები მოიცავს მრავლობითსაც და პირიქით.
    • მხარე/მხარეები- მხარედ/მხარეებად მოიხსენიება მომხმარებელი და კომპანია.
    • „პერსონალური მონაცემები“ – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით.
    • „მონაცემთა დამუშავება” – მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტით.
    • “მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა” − თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ნ“ პუნქტით.
    • „მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი“ – პირი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზანსა და საშუალებებს, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტით.
    • „დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი” – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ პუნქტით.
    • „მონაცემთა სუბიექტი“ – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციულ წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
    • „მონაცემთა დამუშავება“ – გულისხმობს ნებისმიერ მოქმედებას, რომლის შედეგადაც ხდება პერსონალური მონაცემების გამოყენება, მათ შორის, მათ შეგროვებას, მოპოვებას, მათზე წვდომას, ორგანიზებას, დაჯგუფებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას, დაბლოკვას, წაშლას, ან განადგურებას. დამუშავება აგრეთვე მოიცავს პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემას, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტით.
    • „მონაცემთა გადაცემა“ – ნიშნავს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ პერსონალური მონაცემების ნებისმიერ ფორმით გაზიარებას მესამე პირისათვის და, ასევე, მოიცავს პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ქვეკონტრაქტის დადებას და მესამე მხარისთვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მინიჭებას.
    • “პირდაპირი მარკეტინგი” – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება [18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი)] ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
    • “რეგისტრაცია” – მომხმარებლის მიერ პირადი ანგარიშის შექმნა “MEMO” პლატფორმაზე.
    • „ანაგარიში“ – მომხმარებლის მიერ “MEMO” პლატფორმაზე პირადი გვერდის შექმა სადაც განათავსებს თავის შეკვეთას და შეძლებს პლატფორმით სარგებლობას.

 

  1. შესავალი
    • “MEMO-ს” მიზანი
      • “MEMO” პლატფორმის მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო გარემო, სადაც მომხმარებელი შეძლებს სხვადასხვა პროდუქციის დათვალიერებას, არჩევას და ონლაინ შეძენას. პლატფორმა უზრუნველყოფს:  პროდუქციის კატალოგზე წვდომას; დეტალურ ინფორმაციას პროდუქტის შესახებ; მარტივ და დაცულ გადახდის სისტემას; შეკვეთების მიტანის სერვისს. ჩვენი მიზანია ონლაინ შოპინგი გავხადოთ ხელმისაწვდომი, კომფორტული და ხარისხიანი თითოეული მომხმარებლისთვის.
      • “MEMO” პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციიის შეძენა შესაძლებელია წინასწარი წერილობითი თანხმობით.
      • “MEMO” უფლებას იტოვებს, შეზღუდოს ან აკრძალოს ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც არღვევს ამ წესებს ან საფრთხეს უქმნის პლატფორმის სამართლებრივ, ეთიკურ პრინციპებს.
    • კომპანიის სრული სახელი და ინფორმაცია:

კომპანიის დასახელება: შპს ჯორჯია სტარტს ჰიარ

საიდენტიფიკაციო კოდი: 402037014,

ელ. ფოსტა: info@georgiastartshere.ge

ტელეფონი: +995 557 639 398

მისამართი: გიორგი ბრწყინვალეს საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ., N 3 კორპ. N18, ბ. N19.

ვებ-გვერდი : https://memories.ge/

  • პლატფორმის მისამართი
  • “MEMO” ოფიციალური პლატფორმის მისამართია https://memories.ge/ (შემდგომში ,,ვებგვერდი“)  მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ყოველთვის სწორ მისამართზე შედის, რათა თავიდან აიცილოს ფიშინგის ან სხვა ტიპის კიბერთაღლითობის მცდელობები.
  • ვებ-გვერდის მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია “MEMO”  მომსახურებების, შეთავაზებებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რაც მათ საშუალებას აძლევს მარტივად გაეცნონ და მიიღონ საჭირო სერვისები.
  • ვებ-გვერდზე განთავსებული სიახლეები, კამპანიები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია ხელს უწყობს მომხმარებლებისთვის საჭირო და მათ ინტერესებზე მორგებული კონტენტის მიწოდებას. ეს საშუალებას აძლევს “MEMO-ს” მომხმარებლებს უფასოდ მიიღონ აქტუალური ინფორმაცია და მათთვის შესაბამისი საგანმანათლებლო შესაძლებლობები.

 

  1. მომხმარებლის ანგარიშები და წვდომა
    • ანგარიშის შექმნა

პლატფორმის სრულად გამოყენებისთვის, აუცილებელია მომხმარებლის რეგისტრაცია. რეგისტრაციისას, მომხმარებელს მოეთხოვება შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:

სრული სახელი და გვარი

მომხმარებლის უნიკალური სახელი

ელექტრონული ფოსტის მისამართი

პაროლი (მინიმუმ 8 სიმბოლო, უნდა შეიცავდეს დიდ და პატარა ასოებს, ციფრებს და სპეციალურ სიმბოლოებს)

არჩევანი, სურს თუ არა მომხმარებელს “MEMO-სგან”   სარეკლამო SMS-ებისა და ელფოსტის შეტყობინებების მიღება

მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს, შეთანხმების 2.1.1. პუნქტში მითითებული ინფორმაცია იყოს სწორი, სრული და განახლებული. ცრუ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს ამ პირობების დარღვევას და შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება.

“MEMO-ს”   აქვს უფლება დაბლოკოს, ან წაშალოს მომხმარებლის ანგარიში, თუ აღმოჩნდება, რომ შეთანხმების 2.1.1. მითითებული ინფორმაცია არის მცდარი, არასრული, ან არღვევს შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული ფოსტით და მიეცემა შესაძლებლობა გაასწოროს ან განმარტოს სიტუაცია.

მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.  შეძენამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს „სისტემაში შესვლას“.

სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით: (1) სოციალური ქსელით; (2) Google-ით; (3) ელექტრონული ფოსტით.

მომხმარებელი “MEMO-ს”  პლატფორმაციაზე რეგისტრაციით ადასტურებს:

  1. იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
  2. არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას “MEMO-ს” ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
  3. არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
  4. არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
  5. არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
  6. არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
  7. არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა; დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს “MEMO-ზე” არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, “MEMO-ს”  წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
  8. არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
  9. არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
  10. არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის “MEMO-ს” გამართულ ფუნქციონირებას;
  11. არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და “MEMO-ს” კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
    • ანგარიშის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა
      • მომხმარებელი პასუხისმგებელია თავისი ანგარიშის უსაფრთხოებაზე, მათ შორის პაროლის დაცვაზე. არ არის რეკომენდირებული პაროლის გაზიარება მესამე პირებთან. რეკომენდებულია რთული პაროლის გამოყენება და მისი რეგულარული შეცვლა.
      • ანგარიშზე ნებისმიერი ქმედება, რომელიც მოხდა მომხმარებლის პაროლის გამოყენებით, ჩაითვლება მომხმარებლის მიერ განხორციელებულად. თუ მომხმარებელი ეჭვობს, რომ მისი ანგარიში არაავტორიზებულად იქნა გამოყენებული, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს “MEMO-ს” ადმინისტრაციას.

 

  • მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსება პლატფორმაზე და პროდუქციის შეძენა
    • მომხმარებელს “MEMO-ს” პლატფორმაზე ანგარიშის გახსნის შემდგომ შეუძლია აირჩიოს პროდუქცია და პლატფორმაზე არსებულ კალათის განყოფილებაში შეინახოს.
    • მომხმარებლის მიერ პროდუქციის შეძენის შემთხვევაში მომხამრებელი ვალდებულია პლატფორმაზე მიუთითოს მისამართი სწორად სადაც სურს პროდუქციის მიღება.
    • მომხმარებელი პროდუქციის საფასურის გადახდისთვის ავტომატურად გადამისამართდება სპეციალურ ანგარიშსწორების გვერდზე.
    • გადახდამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, რათა უზრუნველყოს შეძენილი პროდუქციის შეუფერხებლად და სწორად მიღება.
    • არასწორი ან არასრული ინფორმაციის მითითების შემთხვევაში, შეკვეთის შესრულებისას წარმოშობილი შეფერხებაზე ან ვერ მიწოდებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს.
    • მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, გადახდილი შეკვეთის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილოს თავის პირად ანგარიშზე და გადახდის შემდგომ ინვოისი მომხმარებელს მიეწოდება პლატფორმაზე მითითებულ ელექტრონული ფოსტით.
    • “MEMO” იტოვებს უფლებას უარი თქვას ან გააუქმოს შეკვეთა, თუკი არსებობს ეჭვი თაღლითურ, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციასთან დაკავშირებით.

 

  • მომხმარებლის მიერ პროდუქციის დაბრუნების პირობები:
    • მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი მიზეზის ან საფუძვლის გარეშე, უარი თქვას პროდუქციაზე და დააბრუნოს შეძენილი საქონელი მის მფლობელობაში მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, მომხმარებელი კარგავს პროდუქციის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
    • მომხმარებლის მიერ პროდუქციის უკან დაბრუნებამდე საჭიროა მომხმარებელმა “MEMO-ს“ ადმინისტრაციას მიმართოს პროდუქციის დაბრუნების შესახებ.
      • ელექტორნული ფოსტით: Info@memories.ge
      • სატელეფონო ზარით: +995 599 43 88 00
    • საქონლის დაბრუნებისას მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს: შეძენისას გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტაცია; დაუზიანებელი ორიგინალური შეფუთვა; ყველა აქსესუარი და სხვა თანმხლები ნივთები.
    • მომხმარებლის მიერ შეთანხმების 3.4.3. მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ პლატფორმის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მომხმარებელს მოთხოვნის მიღებიდან 24 საათში, რათა შეათანხმოს დაბრუნების პროცედურა ან შეატყობინოს პროდუქტი ექვემდებარება თუ არა დაბრუნებას.
    • თუ პროდუქცია ექვემდებარება დაბრუნებას, მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა შეკვეთის დაბრუნებიდან.
    • ანაზღაურება მოხდება იმავე გზით, რაც გამოყენებული იყო შეძენის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი თანხმობას განაცხადებს სხვა მეთოდზე.
    • პროდუქცია არ ექვემდებარება დაბრუნებას თუ:
      • პროდუქცია მალფუჭებადია;
      • პროდუქციის შეფუთვა დაზიანდა მიწოდების შემდგომ;
      • მომხმარებელმა არ წარმოიადგინა სრულყოფილად შეთანხმების 3.4.3. პუნქტში მითითებული დოკუმენტაცია და საჭირო ინფორმაცია.
    • თუ მომხმარებლის ბრალეულობით ვერ განხორციელდა პროდუქტის ჩაბარება მითითებულ დროს ან მისამართზე, “MEMOს” გუნდი დაუკავშირდება მომხმარებელს პროდუქციის მიწოდების დაზუსტების მიზნით. თუ მომხმარებელთან განმეორებით დაკავშირებაც ვერ ხერხდება ან პროდუქტის ჩაბარება კვლავ ვერ განხორციელდა “MEMO” იტოვებს უფლებას 10 დღის შემდეგ გააუქმოს შეკვეთა და მომხმარებელს უკან დაუბრუნოს გადახდილი თანხა არაუგვიანეს 5 დღისა შეკვეთის გაუქმებიდან.

 

  • ანგარიშის წაშლა და გაუქმება
    • მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააუქმოს თავისი ანგარიში. ამისათვის საჭიროა წერილობითი მოთხოვნის გაგზავნა Info@memories.ge -ზე. ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, “MEMO” იტოვებს უფლებას შეინახოს ინფორმაცია კანონით განსაზღვრული ვადით საგადასახადო და სამართლებრივი მიზნებისთვის.
    • გაუქმებული ანგარიშის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ “MEMO-ს” ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, გაუქმებიდან 30 დღის განმავლობაში.

 

  • პროდუქციის მიწოდება

 

 

  • მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მის მიერ “MEMO-ზე” შეძენილი პროდუქცია როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში, შემდეგი წესების და ვადების შესაბამისად:
  • მიწოდების ვადები და პირობები:

მიწოდების ვადა და ფასი განისაზღვრება მიწოდების ტიპითა და ლოკაციით, რასაც ადგენს პარტნიორი მიმწოდებელი კომპანია.

  • მომხმარებლის პასუხისმგებლობა მიწოდებისას მომხმარებელი ვალდებულია, შეკვეთის გაფორმებისას სწორად მიუთითოს მიწოდების მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, რათა მიწოდება განხორციელდეს შეუფერხებლად.
  • არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემთხვევაში, მიწოდების შეფერხებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს.
  • პროდუქტის ჩაბარებისას მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს მიწოდებული ნივთი. დაზიანებული შეფუთვის ან პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს “MEMO-ს” ადმინისტრაციას.
  • პროდუქტის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში თუ მიწოდება ვერ განხორციელდა მომხმარებლის ბრალეულობით (მაგალითად, მითითებული არასწორი მისამართის, ტელეფონის მიუწვდომლობის ან მიღებაზე უარის თქმის გამო), “MEMO”  იტოვებს უფლებას:  შეეცადოს ხელმეორედ დაუკავშირდეს მომხმარებელს და დააზუსტოს მიწოდების დეტალები გონივრულ ვადაში; ან გააუქმოს შეკვეთა 10 დღის შემდეგ, რაზეც მომხმარებელს დაუბრუნდება გადახდილი თანხა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა შეკვეთის გაუქმებიდან.

 

  1. გადახდისა და ანაზღაურების პოლიტიკა
    • გადახდის მეთოდები
      • “MEMO” მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ გადახდის მეთოდებს:
  1. პირდაპირი გადახდა პლატფორმიდან, გამოყენებით საკრედიტო/სადებეტო ბარათების (Visa, MasterCard, American Express);
  2. PayPal-ით გადახდა;
  3. ინვოისის მიხედვით საბანკო გადარიცხვა;
  4. კომპანიის ანგარიშზე თანხის პირდაპირი გადარიცხვა.
    • გადახდის პროცესი დაცულია უსაფრთხოების სტანდარტებით და ხდება მხოლოდ იმ სერვისების მეშვეობით, რომლებიც აკმაყოფილებენ PCI DSS (Payment Card Industry Data Security Standard) სტანდარტებს.
  • გადახდის უსაფრთხოება 
    • “MEMO” იყენებს SSL დაშიფვრის პროტოკოლს, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის გადახდის ინფორმაციის უსაფრთხოება. მომხმარებლის ფინანსური ინფორმაცია (მაგ., საკრედიტო ბარათის ნომრები) არ ინახება ჩვენს სერვერებზე. ყველა ტრანზაქცია მუშავდება უსაფრთხო გადახდის პროცესორების მიერ.
  • ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.
  • ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.

 

 

  1. შეზღუდვები
    • მომხმარებელი ვალდებულია, პლატფორმა გამოიყენოს მხოლოდ კანონიერად და კეთილსინდისიერად. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს პლატფორმის წესებს ან საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებასა და რეპუტაციას, მათ შორის:
      • უსაფრთხოების სისტემების დარღვევა– პლატფორმის ჰაკინგი, უსაფრთხოების მექანიზმების გვერდის ავლა ან ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართულია არაავტორიზებული წვდომის მოპოვებაზე.
      • მცდარი ინფორმაციის გავრცელება– პლატფორმაზე არასწორი, გაყალბებული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის განთავსება.
      • მავნე პროგრამების გამოყენება– ვირუსების, მავნე კოდის, სპამის ან სხვა მავნე პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელება, რომელიც შეიძლება ზიანს აყენებდეს პლატფორმას ან მომხმარებლებს.
      • კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება– სხვა მომხმარებლების პირადი მონაცემების ან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება, შენახვა, გავრცელება ან ბოროტად გამოყენება.
      • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევა– პლატფორმაზე განთავსებული მასალების, და სხვა კონტენტის უკანონოდ კოპირება, გავრცელება, შეცვლა ან კომერციული მიზნებით გამოყენება ავტორიზაციის გარეშე.
      • დაუფლებელი კომერციული საქმიანობა– პლატფორმის გამოყენება კომერციული საქმიანობისთვის, რომელიც არ არის შეთანხმებული „MEMO-სთან“, მათ შორის რეკლამის ან არასანქცირებული პროდუქტების/სერვისების პოპულარიზაცია.
      • პოლიტიკური და რელიგიური პროპაგანდა– პლატფორმის გამოყენება პოლიტიკური ან რელიგიური მიზნებისათვის, მათ შორის აგიტაციისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.
      • ზიანის მიყენებაMEMO-ს” რეპუტაციისთვის– ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს პლატფორმის წესებს, ამცირებს პლატფორმის სანდოობას ან აზიანებს მის რეპუტაციას.
    • შეთანხმების 6.1. პუნქტით გათვალისწინებული წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს:
      • მომხმარებლის ანგარიშის დაუყოვნებლივ შეჩერება ან გაუქმება,
      • „MEMOს” მხრიდან სამართლებრივი ზომების მიღება, მათ შორის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა,
      • შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება, თუკი დარღვევა შეიცავს კანონთან შეუსაბამო ქმედებებს.
      • „MEMO” უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს და განახორციელოს შესაბამისი ზომები მომხმარებლის ქცევის საფუძველზე, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ, ანგარიშის შეჩერებით ან წაშლით.

 

  1. „MEMO” კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • მხარეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ თითოეული მომხმარებლის მიერ პლატფორმის წესებისა და პირობების დაცვა. თითოეული მხარე პატივს სცემს მომხმარებლის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობას და მათ დამუშავებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
    • „MEMO” ვალდებულია, მიიღოს ტექნიკური და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის პირადი ინფორმაციის სათანადო დაცვა. ეს მოიცავს მონაცემების შემთხვევითი, უკანონო ან უნებართვო განადგურების, დაკარგვის, ცვლილების, გამჟღავნებისა, და გავრცელებისგან დაცვას.
    • მხარეები ვალდებულნი არიან:
      • დაიცვან ერთმანეთის კონფიდენციალური ინფორმაცია იმავე ხარისხის სიფრთხილით, როგორც საკუთარი კონფიდენციალური ინფორმაცია,
      • არ გაამჟღავნონ/გადასცენ კონფიდენციალური ინფორმაცია მესამე პირებს, გარდა იმ თანამშრომლებისა და წარმომადგენლებისა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან და ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა,
      • გამოიყენონ კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და უფლებების განსახორციელებლად.
    • კონფიდენციალურ ინფორმაციად არ მიიჩნევა ინფორმაცია, რომელიც:
      • უკვე იყო მიმღების მფლობელობაში მისი მიღებამდე,
      • საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი მხარეთა ბრალის გარეშე,
      • კანონიერად იქნა მოპოვებული სხვა წყაროდან.
    • საქართველოს კანონმდევლობით განსაზღვრულ შემთხვევასი მხარის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია წინასწარ აცნობოს მეორე მხარეს აღნიშნული ვალდებულების არსებობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამის გაკეთება აკრძალულია კანონით.

 

  1. ხელშეკრულების ვადის ამოწურვა ან შეწყვეტა
    • ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემთხვევაში:
      • ყველა უფლება და ვალდებულება, რომელიც შეწყვეტასთან ერთად უნდა დასრულდეს, დაუყოვნებლივ შეწყდება,
      • მხარე ვალდებულია მოთხოვნის არსებობის საფუძველზე, დაუყოვნებლივ დააბრუნებს ან გაანადგურებს მეორე მხარის კონფიდენციალურ ინფორმაცია.

 

  1. მომხმარებლის პასუხისმგებლობა
    • „MEMO-ს” პლატფორმაზე შეიძლება იყოს ბმულები ან ინტეგრაციები მესამე მხარის ვებ-გვერდთან ან სერვისებთან. „MEMO” არ არის პასუხისმგებელი:
      • მესამე მხარეების ვებსაიტების ან სერვისების შინაარსზე, სიზუსტეზე ან საიმედოობაზე;
      • მესამე მხარეების კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე ან მონაცემთა დამუშავების პრაქტიკაზე;
      • ნებისმიერ ზარალზე ან ზიანზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მესამე მხარეების ვებსაიტების ან სერვისების გამოყენებამ.
      • მომხმარებელი იყენებს მესამე მხარეების ვებსაიტებს ან სერვისებს საკუთარი რისკით და პასუხისმგებლობით.

 

  1. ინტელექტუალური საკუთრება
    • „MEMO” პატივს სცემს ინტელექტუალურ საკუთრებას. „MEMO”  იტოვებს უფლებას გამოიყენოს ტექნოლოგიური საშუალებები (მაგ., წყლის ნიშნები, მონიტორინგის სისტემები) საავტორო უფლებების დარღვევის პრევენციისა და გამოვლენისთვის.
    • ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, მათ შორის, და არა მხოლოდ, მომსახურებაზე ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები, და აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა ,,გაზიარების” ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე. მომხმარებლის მიერ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებელს მოსთხოვოს ამგვარი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად.

 

  1. პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია:

„MEMO-ს”  პლატფორმაზე ან მისი მეშვეობით ხელმისაწვდომი ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა მოწოდებულია ლიცენზიით, რომელიც ზღუდავს მის გამოყენებას. მომხმარებელს ეკრძალება ამ პროგრამული უზრუნველყოფის კოპირება, მოდიფიცირება, გავრცელება, გაყიდვა ან გაქირავება.

  1. სავაჭრო ნიშნები:

„MEMO-ს”  სახელი, ლოგო და სხვა სავაჭრო ნიშნები წარმოადგენს  შპს ჯორჯია სტარტს ჰიარ, (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402037014) საკუთრებას. მომხმარებელს ეკრძალება ამ სავაჭრო ნიშნების გამოყენება კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

 

  1. პასუხისმგებლობები
    • „MEMO”  პასუხს არ აგებს პლატფორმის გარეთ განხორციელებულ ქმედებებზე. ყველა მომხმარებელი ვალდებულია, რომ დამოუკიდებლად შეაფასოს და აიღოს პასუხისმგებლობა ნებისმიერი ქმედებისათვის, რომელიც ხდება „MEMO”    პლატფორმის გარეთ. „MEMO”   არ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევებზე, როდესაც მომხმარებელი პლატფორმის ფარგლებს გასცდება და განახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული „MEMO”    სერვისებთან.
    • „MEMO” არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ მიღებულ ზიანზე, რომლებიც გამოიწვია:
    • პლატფორმის ან კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისების გამოყენებამ ან გამოყენების შეუძლებლობამ;
  1. არაავტორიზებულმა წვდომამ ან მომხმარებლის მონაცემების ცვლილებამ;
  2. მესამე პირის განცხადებებმა ან ქმედებებმა პლატფორმაზე;
  3. ნებისმიერმა სხვა საკითხმა, რომელიც დაკავშირებულია პლატფორმის გამოყენებასთან ან კომპანიიერ მიერ შეთავაზებულ სერვისებთან.

 

  1. ფორსმაჟორი

არც ერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, ან დაგვიანებით შესრულებაზე, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით, როგორიცაა: ბუნებრივი კატასტროფები, ომი, ტერორისტული აქტები, სამთავრობო შეზღუდვები, ინტერნეტის ან სხვა საკომუნიკაციო ქსელების მწყობრიდან გამოსვლა, ან სხვა გარემოებები, რომლებიც სცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს.

 

  1. პლატფორმის ხელმისაწვდომობა

 

  • „MEMO”  მიზნად ისახავს პლატფორმის უწყვეტ ფუნქციონირებას, თუმცა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური განახლება, რაც გამოიწვევს სერვისების დროებით გათიშვას. „MEMO”   არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ფინანსურ ან სხვა სახის დანაკარგებზე, რომლებიც გამოწვეულია პლატფორმის დროებით მიუწვდომლობით.
  • „MEMO” იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე:
    • შეცვალოს, განაახლოს ან შეწყვიტოს პლატფორმის ნებისმიერი ნაწილის ან მთლიანი პლატფორმის ფუნქციონირება.
    • შეზღუდოს ან შეწყვიტოს წვდომა პლატფორმის გარკვეულ ნაწილებზე ან მთლიან პლატფორმაზე.
    • წაშალოს ნებისმიერი კონტენტი პლატფორმიდან მიზეზის მითითების გარეშე.
  • ნებისმიერი პრობლემის ან შეკითხვის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს მხარდაჭერის ჯგუფს ელ. ფოსტით Info@memories.ge. ჩვენი მხარდაჭერის გუნდი მზად არის მოგაწოდოთ დახმარება სამუშაო საათებში.
  • მხარდაჭერის გუნდი ეცდება უპასუხოს ყველა შეკითხვას გონივრულ ვადაში, თუმცა პასუხის მიღების კონკრეტული ვადა არ არის გარანტირებული. რთული ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი დრო პრობლემის გადასაჭრელად.

 

 

  1. პერსონალური მონაცმეები
    • დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი:შპს ჯორჯია სტარტს ჰიარ, (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402037014)
    • დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი:შპს ჯორჯია სტარტს ჰიარ, (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402037014)
    • მონაცემთა სუბიექტი:ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციულ წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
    • ზოგადი პირობები
    • ვებ-გვერდის გამოყენება და შპს ჯორჯია სტარტს ჰიარ, (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402037014) მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები რეგულირდება პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებით (შემდგომში ,,პერსონალური მონცემების დაცვის პირობები’’), რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
    • წინამდებარე უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ადგენს, თუ როგორ ხდება კომპანიის მიერ მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემების დამუშავება. აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება ყველა პერსონალურ მონაცემზე რომელსაც კომპანია ამუშავებს იმისდა მიუხედავად, თუ ვინ არის მონაცემთა სუბიექტი.
    • შპს ჯორჯია სტარტს ჰიარ ამუშავებს შემდგომ პერსონალურ მონაცემებს:
  1. მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს: სახელი, გვარი, მისამართი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი.
  2. მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციას: მისამართი, ელექტორნული ფოსტა და ტელეფონის ნომერი.
  3. მომხმარებელსა და “MEMO-ს” შორის შემდგარი კომუნიკაციის შედეგად მიღებულ მონაცემებს.
  4. საჯარო წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას
  • შპს ჯორჯია სტარტს ჰიარ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდგომ მიზნით:
  1. კომპანიის მიერ მომსახურების გასაწევად (მათ შორის, სასწავლო მომსახურების გასაწევად და სხვ. განსახორციელებლად);
  2. კომპანიის მომსახურების (პირობების ცვლილების, ახალი ან/და დამატებითი მომსახურების) შეთავაზებისა და გაუმჯობესებისათვის, რაც, მათ შორის, გულისხმობს მომხმარებლის მიერ სასწავლო მომსახურებისათვის განხორციელებული ტრანზაქციული ისტორიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტატისტიკური მონაცემების, მომხმარებლის ქცევის და სხვა. ანალიზს)
  3. კომპანიის მომხმარებლისთვის შესაბამისი კორესპონდენციის ან/და შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით;
  4. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის;
  5. კომპანიის ან სხვა პირების უსაფრთხოებისა და საკუთრების დასაცავად.
  6. კომპანიის ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.
    • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „კ“ ქვეპუნქტები:

მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს ერთ -ერთი შემდეგი საფუძველი:

ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;

ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

ე) კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;

კ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი:

„1. არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია, თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება − მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, მათ შორის, როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანისა და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი:

“1. მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ სუბიექტის თანხმობით.”

  • პერსონალური მონაცემების გადაცემამდე, პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი დარწმუნდება, რომ ინფორმაციის მიმღებს აქვს დაცვის იგივე ხარისხი და მონაცემთა დაცვის შესაფერისი და ადეკვატური გარანტიები.
  • ინფორმაციის მიმღები ვალდებულია დაიცვას პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და იგი, საკუთარ ქმედებებისა თუ უმოქმედობისთვის, პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის წინაშე.
  • პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი ინარჩუნებს ერთპიროვნულ დისკრეციას, რათა განსაზღვროს პერსონალური მონაცემების გადაცემის მიმღებ(ებ)ი, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე მუხლით. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი ინარჩუნებს უფლებას,  მისი დისკრეციის ფარგლებში, განსაზღვროს შესაბამისი მხარე, რომელიც მიიღებს გადაცემულ პერსონალურ მონაცემებს, იმ პირობით, რომ ასეთი გადაცემის შემდგომ, მის მიერ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება იქნება შესაბამისობაში ამ მუხლით დადგენილ დებულებებთან.
  • პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი აცნობიერებს, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელებულ უნდა იქნას „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი პრინციპების დაცვით.
  • მომხმარებელს მონაცემების დამუშავების პროცესში უფლება აქვთ:
    • მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ კომპანიის მიერ დამუშავებული მონაცემების თაობაზე: რა სახის მონაცემები მუშავდება, რა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება აღნიშნული ინფორმაცია,  აგრეთვე ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;
    • გაეცნონ მომხმარებლის შესახებ კომპანიის მიერ დაცულ და შენახულ მონაცემებს და მიიღონ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების ან/და ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით;
    • მოითხოვონ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
    • მოითხოვონ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, იმ შემთხვევაში, თუ:
      • უარს განაცხადებთ იმ თანხმობაზე, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს;
      • მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
      • მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ;
      • სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
      • ნებისმიერ დროს გაითხოვოთ ან/და უარი თქვათ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენ მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ ამგვარი თანხმობის საფუძველზე უკვე არსებული და დამუშავებული მონაცემების წაშლა. ამგვარი მოთხოვნის მიღების შემდგომ, კომპანია დაუყოვნებლივ შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას და უზრუნველყოფს უკვე დამუშავებული მონაცემების წაშლას, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
    • მომხმარებლის შესახებ დამუშავებული მონაცემების შენახვას უზრუნველვყოფთ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. კომპანია უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ გარანტიებს მოხმარებლის მონაცემების დასაცავად. კომპანია იცავს ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, შენობის უსაფრთხოებას. აღნიშნული მიზნებისათვის, კომპანია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის, კომპანია ატარებს ფიზიკურ, ელექტრონულ და პროცედურულ კონტროლის მექანიზმებს, რათა კანონის სრული დაცვით მოხდეს მომხმარებლის მონაცემების დაცვა არაავტორიზებული წვდომის, გამოყენების, გადაცემისგან, დაკარგვის, ან/და განადგურებისგან.
    • მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია კომპანია ინახავს 5 (ხუთი) წლის ვადით.
    • მომხმარებელი და კომპანია იღებს ვალდებულებას და იძლევა გარანტიას, რომ ამ წესით განსაზღვრული ნებისმიერი ვალდებულების ყოველი დარღვევისათვის გადაიხდის ჯარიმას და აანაზღაურებს დამდგარ პირდაპირ და ირიბ ზიანს სრულად.

 

 

 

  1. დავები და მარეგულირებელი სამართალი
    • წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის გამოყენებად ერთადერთ სამართლებრივ ჩარჩოს. მომსახურების პირობებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, პრეტენზია და მოთხოვნა განიმარტება და წყდება საქართველოს მოქმედი სამართლის შესაბამისად.
    • ნებისმიერი დავის ან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდზე არსებული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით დაუკავშირდეს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რომელიც მიიღებს ყველა შესაძლო ზომას საკითხის შესასწავლად და პრობლემის მოსაგვარებლად.
    • მხარეები შეთანხმდებიან, რომ ყველა შესაძლო დავისა და მოთხოვნის განხილვა ექვემდებარება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას, და საქართველოს სამართალი წარმოადგენს ერთადერთ გამოსაყენებელ სამართალს წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან წარმოშობილი საკითხების განხილვისას.
    • თუ რომელიმე მუხლი ან პუნქტი საქართველოს სასამართლოს მიერ არალეგიტიმურად ან გამოუსადეგრად ჩაითვლება, ეს არ იმოქმედებს დანარჩენი პირობების ძალასა და შესრულებაზე.

 

  1. პირობების ცვლილება
    • წესების განახლება და ცვლილებები
      • “MEMO” იტოვებს უფლებას, შეიტანოს ცვლილებები ან განაახლოს წინამდებარე წესები და პირობები, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა კანონმდებლობასთან, მომსახურების გაუმჯობესებასთან ან სხვა საჭიროებებთან.
      • განახლებული პირობები ძალაში შედის მათ გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
      • მომხმარებელი ვალდებულია რეგულარულად გადახედოს პირობებს და დაეთანხმოს ცვლილებებს პლატფორმის გამოყენების გაგრძელებით.
    • მომხმარებლის ინფორმირება
      • პირობების ცვლილების შემთხვევაში, “MEMO” ვალდებულია მომხმარებლებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს შემდეგი არხების მეშვეობით:
  1. ელექტრონული ფოსტა: რეგისტრირებულ მომხმარებლებს გაეგზავნებათ შეტყობინება მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, სადაც განმარტებული იქნება ძირითადი ცვლილებები და მიეთითება ბმული განახლებული პირობების დოკუმენტზე.
  2. პლატფორმაზე შეტყობინება: პლატფორმის მთავარ გვერდზე გამოქვეყნდება თვალსაჩინო შეტყობინება წესების განახლების შესახებ.
  • “MEMO” ვალდებულია მომხმარებლებს აცნობოს ცვლილებების შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცვლილება გამოწვეულია კანონმდებლობის მოთხოვნით და საჭიროებს დაუყოვნებლივ იმპლემენტაციას.
  • წესების მიღება და უარყოფა
    • მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენების გაგრძელება განახლებული წესების ძალაში შესვლის შემდეგ ავტომატურად ითვლება ახალი პირობების მიღებად.
    • თუ მომხმარებელი არ ეთანხმება პირობების ცვლილებას, მას აქვს შემდეგი უფლებები:
  1. პლატფორმის გამოყენების შეწყვეტა: მომხმარებელს შეუძლია შეწყვიტოს „“MEMOს” სერვისებით სარგებლობა.
  2. ანგარიშის გაუქმება: მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი ანგარიშის გაუქმება, რაც მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. კონტაქტი ადმინისტრაციასთან: მომხმარებელს შეუძლია უკმაყოფილების ან შეშფოთების გამოსახატად დაუკავშირდეს “MEMO-ს” ადმინისტრაციას.

19.4.  მომხმარებელი ვალდებულია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, მათ შორის ფინანსური, რომელიც წარმოიშვა წესების ცვლილებამდე მოქმედი პირობების ფარგლებში.

 

  1. კომუნიკაცია და შეტყობინებები

20.1.  “MEMO” მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის იყენებს ელექტრონულ ფოსტას და პლატფორმის შეტყობინებებს.

20.2. მომხმარებელი თანახმაა, რომ მიიღოს „MEMOსგან“ ელექტრონული შეტყობინებები, მათ შორის სისტემური შეტყობინებები, უსაფრთხოების გაფრთხილებები და მარკეტინგული მასალები.

20.3. მომხმარებლის მიერ არასწორი ან არაზუსტი საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს მას წესებისა და პირობების შესრულების ვალდებულებისგან.

 

 

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება “MEMO-ს“ სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან “MEMO“ მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია “MEMO-ს“  დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. “MEMO-ს“ გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.