ბლოგი
5 ნივთი MEMO-სგან, რომელიც თქვენს შემოდგომას გაალამაზებს

საქართველოში შემოდგომა განსაკუთრებით უყვართ, შემოდგომაზე ხომ კახეთში რთველია, ეს ნიშნავს რომ მოსავლის აღება იწყება და ტურისტების თუ ქართველების ჯგუფები სწორედ იქით მიემართება. რთველს ხომ მხოლოდ კარგი მოგონებები უკავშირდება. შემოდგომა სხვანაირი ურთიერთობაა, ფერები და განწყობა იცვლება, ერთმანეთში იხლართება, და ისეთ გამებს ქმნის ხან გიხარია, ხან იწყენ, ხან კი სრულად გინდა ყველაფერი შეცვალო სახლში, შენს გარშემო, შენშიც კი. აი სწორედ აქ გახსენდება MEMO და იქ არსებული უნიკალური კოლექციები.

დაკვირვებიხარ, შემოდგომის ოდნავ გრილ და მშვენიერი დღეს როგორი სასიმოვნოა ჩაის მირთმევა? და თუ ჩაის სწორედ ისეთ ჩაიდანში დააყენებ, რომელიც ქართული აივნებითაა მოხატული და მოგზაურობას გაგახსენებს ან უბრალოდ თბილისის ერთ ქუჩაზე გაგასეირნებს მოგონებებით, გემოც რომ სხვანაირი იქნება? ჩაი გახსოვს რომ შეიძინე საფერავის არომატით? საუცხოო სურნელი და ფერი აქვს…. აი სწორედ ასეთ მოგონებებს ვქმნით შენთვის… გავაგრძელოთ? წარმოიდგინე სწორედ ასე აივანზე ზიხარ, წინ ულამაზესი ჩაიდანი გაქვს თავის ჭიქებთან ერთად საიდანაც წვრილი, დაკლაკნილი ორთქლი ამოდის და ცას უერთდება, გვერდზე კი უნაზესი ცისფერი ყვავილებით ან წითელი ბროწეულებით ხელით მოხატული ლარნაკი დევს, საიდანაც შემოდგომაზე ახლად დაკრეფილი ყურძენი გიმზერს… გემრიელია, ლამაზი, წვნიანი.. თითქოს გენანაება კიდეც მაგრამ აგემოვნებ და ხვდები რომ MEMO -მ საოცარი მოგონებები შეგიქმნა შენი მოგზაურობიდან. იქნება ცოტა აგრილდა კიდეც, შემოდგომაა მაინც… და იქვე შარფი გაგახსენდა ჩანთაში რომ დევს, ყელზე შემოიხვევ და თბოლისის ულამაზესი ილუსტრაცია ისე შემოგეხვევა თითქოს უნდა ჩაგეხუტოს და საქართველოს სითბო გაგრძნობინოს. ხოოო რაც მთავარია სუფრა, რომელიც აივნის მაგიდაზე გაქვს გადაფენილი ესეც ხომ MEMO დანაა.. ულამაზესი ილუსტრაციით რომელიც კვლავაც ქართულ ისტორიას ეხება.. ხო სუფრა ყოველთვის ათბობს გარემოს, მთელი ეს სურათი კი შენია, შენი მოგზაურობაა საქართველოში…

FAQ
– მხოლოდ ეს ნივთები გაქვთ რაც საიტზე დევს?
არა, MEMO-ს ფიზიკურ მაღაზიაში მეტი ნივთი შეგიძლიათ შეარჩიოთ. თუმცა Memories.ge მუდმივად განახლებადია და კოლექციას ხშირად ემატება ახალი ნივთები და ნამუშევრები.
– სად მდებარეობს MEMO-ს მაღაზია?
ჩვენი მაღაზია მდებარეობს ძველი თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩა №31 (ყოფილი ლესელიძის ქუჩა). ადგილზე უკეთესად შეგიძლიათ ნახოთ ნივთების ზომა, ფერი და ხარისხი.
– როგორ უნდა მოვუარო MEMO-ში ნაყიდ კერამიკულ ნივთებს?
კერამიკული ნივთები უმჯობესია ხელით, თბილი წყლით და რბილი ღრუბლით გაირეცხოს. ძლიერი ქიმიური ხსნარების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
– თქვენი პროდუქცია შეზღუდული რაოდენობითაა?
ჩვენი პროდუქციის უმრავლესობა მზადდება მცირე სერიით ან უნიკალურ ასლებად, ამიტომ, ჩვენი პროდუქციის შეძენა ნიშნავს უნიკალური დიზაინისა და ხელნაკეთი ნამუშევრის ფლობას, რომელიც შესაძლოა აღარ განახლდეს.