Blog
MEMO – კერამიკაში გაცოცხლებული ჭადრაკი

კერამიკა საქართველოს კულტურული მეხსიერების ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცოცხალი ფორმაა. ჩვენს სამშობლოში თიხის დამუშავების ტრადიცია ნეოლითის პერიოდიდან იღებს სათავეს და დღესაც გრძელდება. საქართველოში კერამიკისგან ულამაზესი ნაკეთობები იქმნება და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იგზავნება. „მემოს“ გუნდს აქტიურად შეაქვს წვლილი ქართული კულტურის პოპულარიზაციაში და პარტნიორებთან ერთად ქმნის სხვადასხვა უნიკალურ კერამიკულ ნაკეთობებს, რომელიც არაერთ სახლს ამშვენებს საქართველოში და საზღვარგარეთ.
თითოეული ნამუშევრის უკან რთული და ხანგრძლივი პროცესია. ნაკეთობების დამზადებას დაახლოებით 20-24 დღე სჭირდება და მასზე უნიჭიერესი ქართველი მხატვრები, მოქანდაკეები და კერამიკოსები მუშაობენ. მუშაობის პირველი ეტაპი იდეის და კონცეფციის მოფიქრებით იწყება, იქმნება დიზაინი, ისაზღვრება ზომები, ირჩევა ფერთა პალიტრა. შემდეგ იწყება თიხის მომზადება, მისთვის ფორმის მიცემა, მოხატვა დიდ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი ნაკეთობის ღუმელში გამოწვაა, სადაც ის გარდაიქმნება, ფერები ძლიერდება, ნამუშევარი სიმტკიცეს იძენს, გამოწვისას ტექსტურა ივსება და ნაკეთობა „ცოცხლდება“.
ამ ბლოგში გიამბობთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაკეთობის შესახებ – კერამიკული ჭადრაკი.

ჭადრაკი ხელოვნებისა და ინტელექტუალური თამაშის გაერთიანება
როდესაც ვეფხისტყაოსნის თემაზე შექმნილ კერამიკის ჭადრაკს ყიდულობთ მას ვიზუალის გარდა შინაარსობრივი დატვირთვაც აქვს. ეს იმ იშვიათ ნამუშევართაგანია, რომელიც საქართველოს უძველეს პოემას კერამიკაში აცოცხლებს,თითოული ფიგურა შთაგონებულია სწორედ ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებით და მისი შექმნა უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს. ჭადრაკის ფიგურები ხელით არის შექმნილი და მოხატული. შერჩეული ფერთა გამა კი ერთიანი სურათს ქმნის. ამ უძველესი სამყაროთია შთაგონებული ფიგურებზე დატანილი ელემენტები და ციტატები. პერსონაჟთა მოტივებიც ყველაზე ძვირფას ქართულ ლიტერატურულ მემკვიდრეობას უკავშირდება. ეს ჭადრაკი შოთა რუსთაველის ეპოქის ესთეტიკასა და სიმბოლიზმს თანამედროვე კერამიკის სახით გადმოგვცემს, ახლებურ სახეს აძლევს. ამ ნაკეთობაში ჭადრაკის დაფა იქცევა სივრცედ, სადაც ლიტერატურულ მეტაფორებს ხელშესახები ფორმა აქვს. როდესაც ხელნაკეთ თიხის ფიგურას ეხებით, გრძნობთ კავშირს წარსულსა და აწმყოს შორის. ეს არის რუსთაველის გენიალური აზროვნების ჩვენს რეალობაში გადმოტანა, იქნება ეს თამაშის პროცესი თუ ამ უნიკალური ჭადრაკის ინტერიერში გამოყენება. ვეფხისტყაოსნის კერამიკის ჭადრაკი არის საშუალება, რომ ქართული კულტურული იდენტობა ჩვენს სახლებში ხელოვნების ნიმუშად ვაქციოთ.

კერამიკული ჭადრაკის მეორე ნიმუშში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფერთა გამოყენება – თეთრი ფიგურები დახვეწილად ერწყმის ფერად ფიგურებს, რაც ვიზუალურ დინამიკას ნამდვილად ქმნის. სათამაშო დაფაც ამ საერთო ესთეტიკის ნაწილია. „მემოს“ პარტნიორების მიერ შექემნილი ეს კერამიკული ჭადრაკი თავისი განსაკუთრებულობით ნებისმიერ ინტერიერს ინდივიდუალურობასა და ხასიათს შესძენს, სივრცეში ხელოვნების ელემენტებს შეიტანს. წარმოიდგინეთ, საჭადრაკო დაფაზე უკვე გაჩაღებული ბრძოლის დროს რა შთამბეჭდავი იქნება თეთრი და ფერადი ფიგურების განლაგება.
ჭადრაკის ფუნქციის, ხელოვნებისა და ესთეტიკის გაერთიანება საუკეთესო საჩუქარია მათთვის, ვინც აფასებს ქართული კულტურას, ხელნაკეთ, უნიკალურ, ლიმიტირებულ ნაკეთობებს და თითოეულ ნივთში სიცოცხლეს, აზრსა და ემოციას ეძებს. ამ ჭადრაკებს ხშირად ყიდულობენ საქორწილო საჩუქრად, დაბადების დღეებზე და უცხოეთში წასაღებად, რათა ქართული კულტურა წარმოაჩინონ.
ბლოგს სასიამოვნო სიახლით დავასრულებ: „მემო“ ყველაზე გამორჩეული ჭადრაკის კონცეფციაზე მუშაობას იწყებს, რომლის ანალოგიც არ არსებობს. ჭადრაკზე მუშაობას რამდენიმე თვე დასჭირდება, საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის თემატიკაზე იქნება შექმნილი და მისი სახით ქართულ კულტურას კიდევ ერთი უნიკალური ნაკეთობა შეემატება.