Blog
MEMO – თბილისით შთაგონებული უნიკალური ნაკეთობები

ძველი თბილისის არქიტექტურა ძალიან დასამახსოვრებელი, შთამაგონებელი და ლამაზია. თუ ერთხელ მაინც გისეირნიათ მის ქუჩებში, შეუძლებელია წარუშლელი შთაბეჭდილება არ დაეტოვებინა ძველებური ნაგებობების დახვეწილ სტილს თავისი გამორჩეული არქიტექტურითა და აივნებით.
დიახ, ეს არის ქალაქი, რომელიც ერთი ნახვით აყვარებს თავს ტურისტებს, ხოლო თბილისელებისთვის ნოსტალგიის, დადებითი ემოციების წყაროა. იმისთვის, რომ ეს სიყვარული თქვენც გაგიზიაროთ და ყოველთვის გაგახსენოთ თბილისის სილამაზე,
MEMO-მ პარტნიორებთან ერთად შექმნა უნიკალური ნაკეთობები. ამ ბლოგში სწორედ ამ ნაკეთობების შესახებ გიამბობთ.
კერამიკაში გადმოცემული თბილისის არქიტექტურა
MEMO-ს მაღაზიაში, კოტე აფხაზის N31-ში შესვლისას საქართველოსთან დაკავშირებულ უამრავ ნივთს აღმოაჩენთ და ყოველი მათგანი ძალიან ძვირფასი გახდება თქვენთვის. თუმცა ახლა მინდა გაგაცნოთ კერამიკული ნაკეთობები, რომლებიც აუცილებლად მოგწყვეტთ თვალს – ეს თბილისის არქიტექტურით შთაგონებული ნაკეთობებია.
ლარნაკი, ჩაიდანი თავისი ფინჯნებით და ჩაის ჭიქები – ყოველი დიზაინი შექმნილია ექსკლუზიურად მემოსთვის, ხელნაკეთია, მოხატულია ხელით დიდი რუდუნებითა და სიყვარულით. თითოეული მათგანი ჰყვება თბილისის ისტორიას, გახსენებთ იმ მომენტს, როცა ამ არაჩვეულებრივი ქალაქის ქუჩებში მიაბიჯებდით.
ხოლო თუ ჯერ დეტალურად არ შეგისწავლიათ ჩვენი ქალაქი, არ მოგივლიათ მისი ყველა კუთხე-კუნჭული, ნამდვილად გაგიღვიძებთ ამის სურვილს.

ეს არის ნაკეთობები, რომლებშიც იგრძნობა ფერი და სიცოცხლე, ეს პატარა, მინიატურული თბილისია. თვალშისაცემია აივნის თაღები, რკინის ორნამენტების იმიტაცია, ხის კარები, ფანჯრების ფორმა.
ყველა ნაკეთობაში მკაფიოდ ამოიცნობა ძველი თბილისის სახლების ხასიათი, იგრძნობა ხელით მოხატვის ფაქტურა, ფუნჯის მოძრაობა…
კერამიკის ეს ნაკეთობები საუკეთესო საჩუქარია ყველასთვის – უცხოელისთვის თბილისის გასაცნობად და მის მიმართ ინტერესის გასაღვიძებლად, მათთვის, ვისაც ეს ისტორიული ქალაქი უყვარს და რა თქმა უნდა, საკუთარი თავისთვისაც. იმის გარდა, რომ ნებისმიერ ინტერიერს დახვეწილობას და გამორჩეულ იერს შესძენს,
წარმოიდგინეთ, როგორი სასიამოვნოა მათი გამოყენება: ლარნაკში ყვავილებს აწყობთ და გახსენდებათ თბილისის ქუჩებში სეირნობისას მიღებული შთაბეჭდილებები; ცხელ ყავას ან ჩაის მიირთმევთ და თითქოს თქვენც ამ აივანზე დგახართ, მრავალფეროვანი ხედებით ტკბებით და თბილისის განუყოფელი ნაწილი ხართ.
როგორ იქმნება ძველი თბილისით შთაგონებული ნაკეთობები
თბილისით შთაგონებული თითოეული კერამიკული ნაკეთობის უკან კვლევა, დაკვირვება და ქალაქის ხასიათის გააზრებაა. თიხის ფორმის დამზადებამდე მიმდინარეობს არქიტექტურული დეტალების შესწავლა: აივნების და თაღების მოხაზულობა, ფასადების ფერთა შეხამება.
მიზანია განწყობის გადმოცემა, რომელიც ძველ თბილისს ახასიათებს. დიზაინის დამუშავების შემდეგ იწყება ტექნიკური ეტაპი, რომელიც განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს.
ფორმის შექმნისას გათვალისწინებულია ესთეტიკა და ფუნქციურობა – ლარნაკმა, ჩაიდანმა თუ ჭიქებმა პრაქტიკული დანიშნულება უნდა შეინარჩუნოს და ამასთან არქიტექტურული კომპოზიციის მთლიანობას წარმოადგენდეს.
კერამიკაზე მუშაობა დიდ გამოცდილებას და მოთმინებას მოითხოვს: ყველა ხაზი და დეტალი წინასწარ ნაფიქრია და ხელით არის შესრულებული.
ხელით მოხატვის პროცესი თითოეულ ნაკეთობას ინდივიდუალურ ხასიათს სძენს. ფერთა თბილი ტონები და აივნების გამოკვეთილი დეტალები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. ორი სრულიად იდენტური ნამუშევარი არ არსებობს. ბოლო, გამოწვის ეტაპზე ნამუშევარი ფერების გამოკვეთასთან ერთად იძენს სიმყარეს, რაც უზრუნველყოფს მის გამძლეობას ყოველდღიური გამოყენებისას.
ასე იქმნება ნაკეთობა, რომელიც იდეას, ფორმას, ფერს აერთიანებს – ქალაქის ისტორიისა და ატმოსფეროს მატარებელი ხდება.

MEMO-სთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნივთი დარჩეს როგორც ღირებულება.
სწორედ ამიტომ ძველი თბილისის არქიტექტურით შთაგონებული MEMO-ს ნაკეთობები და ყველა სხვა კოლექცია, რომლებსაც ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში შეხვდებით, კულტურული მეხსიერების ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანის შესაძლებლობაა, საქართველოსთან ასოცირდება და მასთან მუდმივად გვაკავშირებს.