ბლოგი
MEMO – გამორჩეული ნივთები ქართული ემოციით

MEMO -ს ამბის მოყოლა თბილისის შუაგულში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ულამაზეს სივრცეში იწყება. ის თანაბრად საინტერესო და მიმზიდველია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენთვის, ამ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის. თვალი გაგირბის ამ პაწაწინა უნიკალური ნივთებისკენ, ჩვენს ქვეყანას რომ წარმოაჩენს. თითოეულ კოლექციას თავისი ისტორია და გადმოცემის ხერხი აქვს. იქნება ეს ძველი თუ ახალი აფიშები, ფირფიტები, ტექსტილი, წიგნები თუ კერამიკა. კოლექცია მრავალფეროვანია, თუმცა, ნაკეთობების უმეტესობა მხოლოდ ერთეულების სახითაა წარმოდგენილი და ხელმისაწვდომი. მემოს მაღაზიაში განსაკუთრებული აურაა. ყველა დეტალი ბრენდის უნიკალურობას უსვამს ხაზს. სიყვარულით შექმნილი ნამუშევრებიდან ფერთა სხვადასხვა გამა და სილამაზე გამოსჭვივის.
საიტზე Memories.ge მაღაზია MEMO-ში არსებული ნივთების/ნაკეთობების უმრავლესობა განვათავსეთ, თუმცა ყველას ვუწევთ რეკომენდაციას ადგილზე გვესტუმრონ და იქაური გარემო შეიგრძნონ, ადგილი სადაც ქართული ემოცია ბინადრობს. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ დავადგინეთ რომ ეს ემოცია ერთიანად გადამდებია ყველა ჩვენი სტუმრისთვის. არის შემთხვევები როდესაც სტუმრები თითქმის 1 საათით ჩერდებიან მაღაზიაში, ნაკეთობებს ათვალიერებენ, კონსულტანტებს ესაუბრებიან რომ სწორედ ის შეარჩიონ და წაიღონ რაც ზუსტად მათ განწყობას პასუხობს.
MEMO – ში ფუნქციურ დატვირთვასთან ერთად დეკორის ბევრი ელემენტია, ლარნაკები სხვადასხვა ილუსტრაციით, ყვავილებით, ორნამენტებით, ქართული აივნებით, ფერების გამა რომელიც თითქოს ანათებს და უკვე ზუსტად ხვდები რომ შენს ოთახში ის ისეთ სითბოს შემოიტანს რაც ჯერ არ ყოფილა. მეორე მხარეს გაიხედავ და ულამაზესი ჩაიდანი გიმზერს თავისი განსხვავებული ფორმის ჭიქებით, ქართული ელემენტებით მოხატული და ხვდები რომ თუ თან წაიღებ, ყოველი ჩაი რომელსაც მშვენიერი სამზარეულოში მიირთმევ საქართველოს და თბილისს გაგახსენებს …. და ასე დაუსრულებლად გრძელდება. მაღაზიის ყველა თაროზე, კუთხეში ისეთ ნივთს აღმოაჩენ რაზეც შესაძლოა არც კი გიფიქრია რომ გჭირდებოდა მაგრამ დაინახე და იგრძენი, იგრძენი რომ შენია და მეგობარსაც გინდა გაუნაწილო ემოცია. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა საქართველოს კუთხეების მიხედვით შექმნილ პოსტერებს უყურებ, ფერების სიმკვეთრე, ხასიათი, განწყობა წამიერად დაგივლის და ხვდები რომ საწერ მაგიდაზე იდეალური იქნებოდა. იქვე კონსულტანტი ისტორიას მოგიყვება როგორ იქმნებოდა ეს ილუსტრაციები თვეების მანძილზე და მერე რამდენ ხანს ვემზადებოდით რომ ისინი თქვენამდე მოგვეტანა, ზუსტად ისე და იმ ფორმით რომ ემოციას შეხებოდა და ის ნოტები აეჟღერებინა საქართველოს სულ თან რომ დაჰყვება.
ცოტას კიდევ შემოუვლი შუაში მდგარ მაგიდას და იმ კუთხესთან მიხვალ სადაც ქართული ხელნაკეთი ანბანის ტილოა ოქროს ძაფებით შემკული. ქართული ანბანი ხომ უნიკალურია და 14 დამწერლობას შორის ერთერთია… ქართველებს ძალიან გვეამაყება ეს და ვცდილობთ ჩვენი ანბანი მრავალნაირად წარმოვაჩინოთ, მოვეფეროთ და უცხოელებსაც გავუზიაროთ ეს სიყვარული ან და სამახსოვროდ გავატანოთ. ლამაზია, ძალიან ლამაზი, ბევრი დრო დასჭირდა მის მოხატვას მაგრამ ზუსტად ის ემოცია მოაქვს რასაც თითოეული ქართველი გრძნობს როცა მას უყურებს.
კიდევ ბევრი რამ ხდება მემოში, ალბათ ახლა ჩვენს სოც მედიას და ვებ გვერდს კითხულობ რაც ძალიან გვახარებს მაგრამ გვინდა მაღაზიაში მოგიწვიოთ, ასე ხომ გავიცნობთ ერთმანეთს და უფრო კარგად მოვუყვებით ერთმანეთს ამბებს.
FAQ
– რა ტიპის ნივთებს ვიპოვი Memories.ge-ზე?
საიტზე წარმოდგენილია MEMO-ში არსებული უნიკალური კოლექციები, სუვენირები და ინტერიერის დეკორის ელემენტები, კერამიკა, პოსტერები, სკულპტურები, ტექსტილი და სხვა
– სად მდებარეობს MEMO-ს მაღაზია?
ჩვენი მაღაზია მდებარეობს ძველი თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩა №31 (ყოფილი ლესელიძის ქუჩა). ადგილზე უკეთესად შეგიძლიათ ნახოთ ნივთების ზომა, ფერი და ხარისხი.
– MEMO-ს პროდუქცია საქართველოშია დამზადებული?
დიახ, ყველა ნივთი საქართველოშია შექმნილი ადგილობრივი ხელოვანების მიერ.