ბლოგი

MEMO-ს. პარტნიორებთან ერთად, ქართული ტრადიცია თანამედროვეობაში გადმოაქვს:

ქართული კულტურა მრავალსაუკუნოვანი, ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ღვინის ტრადიციებთანაა დაკავშირებული. ამ კულტურის გამორჩეული სიმბოლოა ყანწი – სასმისი, რომელიც ქართულ სუფრაზე ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. ყანწი წარმოადგენს მეგობრობის, პატივისცემისა და ერთიანობის სიმბოლოს. ამიტომ დღესდღეობით იგი ხშირად გამოიყენება როგორც ქართული საჩუქარი, რომელიც კულტურას და ისტორიას გამოხატავს. ამ ბლოგ პოსტში სწორედ ერთ-ერთი საუკეთესო ქართული საჩუქარი, MEMO-ს პარტნიორების მიერ შექმნილი კერამიკის და ხელით მოხატული ყანწები მინდა გაგაცნოთ.

ისტორია და კულტურული მნიშვნელობა

საქართველოში ყანწის ისტორია უძველესი დროიდან იწყება. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების აზრით, მსგავსი სასმისები ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში გამოიყენებოდა. ვანის არქეოლოგიურ მასალებში აღმოჩნდა ძვ.წ. V საუკუნის ბრინჯაოს ფიგურა – ადამიანი, რომელიც სკამზე ზის და ხელში ყანწი უჭირავს.

ძველად ყანწი ძირითადად ცხოველის რქისგან მზადდებოდა. ხშირად ირთვებოდა ვერცხლით, ოქროთი და დეკორატიული ელემენტებით. თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა ყანწი, რომელიც სუფრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

ყანწი ოდითგანვე საუკეთესო საჩუქარი იყო, რადგან ქართული სუფრის ტრადიციაში გამორჩეულ ადგილს იკავებდა. ამ სასმისით დალევა დღემდე განსაკუთრებულ პატივს გამოხატავს. ეს არის რიტუალი, რომელიც სუფრაზე განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა და დღესაც ქმნის.

საქართველოს ღვინის კულტურასთან და სტუმართმოყვარეობასთან კავშირის გამო ყანწი კულტურულ სიმბოლოდ, ქართულ სუვენირად იქცა. სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი ყანწს ერთ-ერთ საუკეთესო ტრადიციულ ქართულ საჩუქრად მიიჩნევს.

MEMO-ს კერამიკის ყანწები – ტრადიციის თანამედროვე გაგრძელება

თანამედროვეობაში ტრადიციული ნივთები ხშირად ახლებური დიზაინითა და განსხვავებული მასალებით მზადდება. სწორედ ასე შეიქმნა Memo-ს კერამიკული ყანწი, რომელიც კლასიკურ ფორმას ინარჩუნებს, მაგრამ ახალი ესთეტიკური იერი აქვს. რქისგან დამზადებულისგან განსხვავებით, კერამიკის ფაქტურა და ბზინვარება ნებისმიერ სივრცეს განსაკუთრებულ ქართულ ხასიათს სძენს.

დიზაინი  MEMO სთვის არის შექმნილი: თეთრი ფონი ერწყმის ლურჯს ან წითელს და მათი სიხასხასე მნახველის ყურადღებას იქცევს. ყანწებზე დატანილი უნიკალური ქართული ანბანი და ორნამენტები ნაკეთობას სიმბოლურ დატვირთვას მატებს. ეს არის საჩუქარი, რომელიც „გესაუბრებათ“ ქართულ დამწერლობასა და ესთეტიკაზე.

დღეს ადამიანები ეძებენ ქართულ საჩუქარს, რომელიც კულტურულ მნიშვნელობას ატარებს, თუმცა თანამედროვე ხასიათიც აქვს. ამიტომ არის Memo-ს უნიკალური დიზაინის კერამიკული ყანწები საუკეთესო არჩევანი. განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც ეძებს გამორჩეულ და ორიგინალურ ნაკეთობას. იგი შეიძლება იყოს იდეალური საჩუქარი:

  • მეგობრისთვის
  • უცხოელი სტუმრებისთვის
  • ღვინის მოყვარულებისთვის
  • კოლექციონერებისთვის
  • ქართული კულტურის მოყვარულებისთვის

ამ საჩუქრით დეკორატიულ ნაკეთობასთან ერთად ადრესატს გადასცემთ პატარა კულტურულ ისტორიას, რომელიც ქართულ ტრადიციას, ღვინის კულტურასა და სტუმართმოყვარეობას გადმოსცემს.

კერამიკა როგორც ხელოვნება

კერამიკა ერთ-ერთი უძველესი ხელოვნებაა, რომლის შექმნაც ადამიანმა ათასობით წლის წინ დაიწყო. კერამიკული ნივთები თიხისგან მზადდება. თიხა ფორმის მიცემის შემდეგ მაღალ ტემპერატურაზე იწვება, შედეგად მიიღება ესთეტიკური, დეკორატიული და გამძლე ნაკეთობა. Memo თავის პარტნიორებთან ერთად თითოეული ნაკეთობის შექმნას დიდი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით ეკიდება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ქართული ტრადიციების სიყვარული და პატივისცემაა. მართლაც უდიდესი პასუხისმგებლობაა თანამედროვეობაში ქართული ტრადიციის ახალი დიზაინითა და მასალით გადმოტანა.

Memo-ს მიზანია, თითოეული ნაკეთობა წარსულსა და აწმყოს შორის არსებული ხიდი გახდეს. კერამიკული ყანწები კი ამ იდეის საუკეთესო გამოხატულებაა – ისინი პატივს მიაგებენ წარსულს და ფეხს უწყობენ თანამედროვე ცხოვრების სტილს. თუ ეძებთ საჩუქარს, რომელიც კულტურას, ისტორიასა და თანამედროვე დიზაინს აერთიანებს, Memo-ს ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში აუცილებლად აღმოაჩენთ საუკეთესო ქართულ საჩუქარს.