ქართული პოსტერები
პოსტერები ალბათ ყველაზე გავრცელებული ტურისტული სუვენირებია მაცივრის მაგნიტების და საფოსტო ბარათების შემდეგ. გარდა იმისა, რომ საყვარელი პოსტერის შეძენით თქვენს სახლს გაალამაზებთ, თან გაიყოლებთ მოგზაურობის მოგონებებს. ის ხომ იდეალური გზაა საქართველოს პატარა ნაწილი რომ სულ თქვენთან იყოს.
პოსტერები შექმნილია "Georgia Starts Here" და ქართველი გრაფიკული დიზაინერების თანამშრომლობით და გრაფიკული ილუსტრაციების სახით გადმოსცემს საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ულაამაზესი ფერებით და შინაარსით. ქართული პოსტერები დაბეჭდილია მაღალი ხარისხის მუყაოზე ზომით 37 x 29 სმ და ადვილად თავსდება ჩემოდანში. პოსტერების მრავალფეროვან არჩევანში თქვენ ნახავთ თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ბორჯომს, ზუგდიდს, წყალტუბოს, ციხისძირს, სიღნაღს, მარტვილს, ყაზბეგს, კაცხის სვეტს, ბაკურიანს, ბახმაროს, შატილს, სვანეთს და აფხაზეთს, ეს ბოლო ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აფხაზეთის პოსტერის გარეშე ეს კოლექცია შეუძლებელია შექმნილიყო.
ქართული პოსტერი „თბილისი“ - საქართველოს დედაქალაქი, სადაც უძველესი ისტორია თანამედროვე კულტურას ერწყმის. ქალაქი, რომელიც ყოველთვის იყო ევროპული და აზიური კულტურის გადაკვეთაზე. მთებით გარშემორტყმული და მტკვრის ნაპირებზე აშენებული. თბილისი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურით, ისტორიული ძველი ქალაქით და თბილი მასპინძლობით.
ქართული პოსტერი „ქუთაისი“- ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლებული ქალაქი მსოფლიოში, დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში. ქუთაისი ცნობილია მისი ისტორიული არქიტექტურითა და უმშვენიერესი ხიდებით. ქუთაისი ცნობილია სტუმართმოყვაოებითა და უმეგრეიესელი სამზარეულოთი.
ქართული პოსტერი „ბათუმი“- საქართველოს სიდიდით მეორე და ყველაზე ცნობილი ზღვისპირა ქალაქი, განლაგებულია შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმი ცნობილია მისი ძველი ქალაქის ნაწილით, პორტით, ახლა უკვე თანამედროვე არქიტექტურითა და ცათამბრჯენებით, ბოტანიკური ბაღითა და ღამის ცხოვრებით.
ქართული პოსტერი „ბორჯომი“- საქართელოში ცნობილი კურორტი. აქ არსებულ მინერალურ წყლებს სამკურნალო თვისებები გააჩნია და უამრავი ტურისტი სტუმრობს ყოველ წელიწადს სპა და ველნესის მიმართულებით. გარდა სამკურნალო თვისებებისა, აქვეა რომანოვების ყოფილი სასახლე, ლიკანში და ბორჯომ ხარაგაულის ცნობილი ეროვნული პარკი.
ქართული პოსტერი „წყალტუბო“- დასავლეთ საქართელოს სპა რეზორთი, ცნობილია მისი უნიკალური რადონის შემცველი მინერალური თერმული წყლებით და აქაც, როგორც ბორჯომში, ყოველწლიურად უამრავი ქართველი და ტურისტი სტუმრობს. წყალტუბოს ცენტრალური პარკი, მენერალური აბანოები და გარშემო არსებული ბუნება ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილია თუ კი სიმშვიდესა და გაჯანსაღებას ეძებთ.
ქართული პოსტერი „სიღნაღი“ - აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში არსებული უმშვენიერესი ქალაქი, რომელსაც სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ. სიღნაღიდან იშლება საოცარი ხედები ალაზნის ველზე და ქვებით მოკირწყლული ქუჩები საოცრად რომანტიკულ გარემოს ქმნის. ამიტომაც ყოველწლიურად სიღნაღში ბევრი წყვილი ქორწინდება როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან.
ქართული პოსტერი „ციხისძირი“- სოფელი აჭარის რეგიონში, შავი ზღვის პირად. ციხისძირი ძველი არქეოლოგიური ქალაქია.
ქართული პოსტერი „ყაზბეგი“- ქალაქი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში. ყაზბეგი ძველი სახელია, დღეს ის ცნობილია სტეფანწმინდის სახელით და აქ ბევრი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, ყველაზე ცნობილი კი რა თქმა უნდა გერგეთის სამებაა, მისი შთამბეჭდავი ბუნებით გარშემო. ყაზბეგში საოცარი ჰაერი და ხედებია, თუმცა მაღალ მთიანი მდებარეობის გამო გვიანი შემოდგომიდან იქ ვიზიტი ტურისტულად შეზღუდულია დიდ თოვლობის გამო.
ქართული პოსტერი „ბაკურიანი“ - სათხილამურო კურორტი ბორჯომის რაიონში. კურორტის სათხილამურო ტერიტორია გაყოფილია ორ ნაწილად, სახელწოდებით დიდველი და კოხტა/კოხტა-მიტარბი. კურორტი მასპინძლობდა სხვადასხვა სათხილამურო FIS მსოფლიო თასის ღონისძიებებს.
თქვენი პოსტერები საქართველოშია დამზადებული?
დიახ, პოსტერები საქართველოში მზადდება და ილუსტრაციები შექმნილია ქართველი გრაფიკული დიზაინერების მიერ ექსკლუზიურად Georgia Starts Here-ის ბრენდის ქვეშ.
შესაძლებელია პოსტერის შეკვეთა და ჩემი საკუთარი დიზაინით დამზადება?
სამწუხაროდ არა, ამ ეტაპზე პოსტერების არჩევა შეგიძლიათ უკვე შექმნილი და დაბეჭილი ვარიანტებიდან.
გაქვთ ფიზიკური მაღაზიაა?
დიახ, მაღაზია მდებარეობს კოტე აფხაზის 31 ნომერი, ძველი თბილისის ცენტრში.